თბილისის "დინამოს" საქართველოს ნაკრების კანდიდატის, თემურ ფარცვანიას შეძენა სურს

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, თბილისის "დინამო" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დონეცკის "ოლიმპიკის" მარჯვენა მცველ თემურ ფარცვანიას დამატებას ეცდება.

შევიტყვეთ, რომ "დინამო" უკრაინის მოქალაქეობის მქონე ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა და მასთან მოლაპარაკებებიც დაიწყო. ფარცვანიას შეძენა გუნდის მთავარ მწვრთნელ ვიაჩესლავ გროზნის სურვილია.

ფარცვანია 25 წლისაა. ის თბილისში დაიბადა, 2004-ში უკრაინაში გადაბარგდა და იქაური მოქალაქეობაც მიიღო. მას უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, 2009 წელს კი 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა.

თავის დროზე ფარცვანია კიევის "დინამოში" თამაშობდა და უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ იმედად ითვლებოდა.
კიევის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა 6 წელი ითამაშა, თუმცა პირველ გუნდში თამაშის საშუალება არ მისცემია. სწორედ ამის შემდეგ გადავიდა ზაპოროჟიეს "მეტალურგში", შემდეგ ლუცკის "ვოლინში"...

თემურ ფარცვანიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოწვევით გუნდის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისიცაა დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული