უარი თბილისის "დინამოს" - ბუდუ ზივზივაძეს პოლონეთსა და უკრაინაში ეპატიჟებიან

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" 22 წლის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე, დიდი ალბათობით, უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს და ევროპაში გადაბარგდება.

როგორც Sportall.ge-მ შეიტყო, ზივზივაძის შეძენით, რომელსაც ამ წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტრანსფერი აზერბაიჯანულ "გაბალაში" ჩაეშალა, უკრაინული და პოლონური გუნდები არიან დაინტერესებულნი.

შევიტყვეთ ისიც, რომ ფორვარდის შეძენა თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელ ვიაჩესლავ გროზნისაც სურს, მაგრამ ფეხბურთელი თბილისურ კლუბში გადასვლას არ აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ბუდუ დინამოში არ გადახვიდე და სადაც გინდა წადი დინამოში გადასვლა ღალატი იქნება ამას სამტრედიელი გულშემატკივარი არ გაპატიებს.
samtredski
09:12 02-12-2016
0
ეუჰ!!


და ღალატი რატომ იქნებ ნეტა, სამტრედია დინამოს ისტორიული მეტოქეა თუ რა თემაა?
ნეიტრალი
11:21 02-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული