დაუსვი კითხვა ბუდუ ზივზივაძეს და მოიგე "სამტრედიის" მაისური

AutoSharing Option
Sportall.ge-ს რუბრიკის, "ინტერნეტკონფერენციის" მორიგი სტუმარი საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" ფორვარდი ბუდუ ზივზივაძეა.

ზივზივაძე მკითხველთა კითხვებს უპასუხებს, მათგან საუკეთესოს ავტორს კი თავად შეარჩევს და თავისი საკლუბო მაისურით დაასაჩუქრებს. კითხვების მიღება 5 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. 22 წლის ფორვარდი მკითხველთა კითხვებს, სავარაუდოდ, 7 დეკემბერს უპასუხებს.

გაითვალისწინეთ: კითხვის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია (ვინაობა, ტელეფონი ან ელ.ფოსტა), რათა გამარჯვების შემთხვევაში, რედაქციამ შეძლოს თქვენთან დაკავშირება. კითხვის დასმა აქ შეგიძლიათ - დაუსვი კითხვა ბუდუ ზივზივაძეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ბრატ კაგი იქნებოდა ესე ტორპედოში ათამაშებულიყავი,მალე ეროვნულ ნაკრებში მენახო!! ტორპედოში დაბრუნდები თუ ინტერესი იქნება ტორპედოდან?
lasha
12:49 06-12-2016
0
მართლა ფენომენალური ფეხბურთელია.
გასული წლის აგვისტოში ცხოვრებაში პირველად წესიერ კლუბში ძირითადში ითამაშა, მაშინვე შეირგო, 1,5 სეზონში იმდენი მოახერხა რომ 28 გოლიც გაიტანა და საქართველოს ჩემპიონატისათვის გადაიზარდა.
გახსოვთ კი ვინმე ასეთი საკლუბო ფეხბურთის თამაშიდან ასე მცირე დროში რომ ასე გადაიზარდა?

მიდი მიაწექი ბუდუნააა, მალე 5 მილიონ ევროს გადაიხდიან შენში და სულ რიგში გეყოლება ევროპელი მყიდველები!
გარინჩა
17:02 02-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული