უმაღლესი ლიგა. პლეი ოფი. საპასუხო მატჩი: ბათუმის "დინამომ" "ტორპედო" ჩამოიშორა

AutoSharing Option
4 დეკემბერს უმაღლესი ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩი გაიმართა.

ქობულეთში "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ერთდერთი გოლი გიორგი ქავთარაძემ მე-8 წუთზე გაიტანა. ამ გამარჯვებით "დინამომ" ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისში გამართული პირველი მატჩი "ტორპედოს" გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ბათუმელებმა ორმატჩიან დუელში სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით გაიმარჯვეს.

ბათუმის "დინამო" თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. აღნიშნული მატჩი დღეს "დინამო არენაზე" 17:00 საათზე დაიწყება.

ბრინჯაოს პლეი ოფში გამარჯვებული ორი
გუნდი მცირე ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მატჩი 10 დეკემბერს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სანამ უნდა იტამაშოს გუნდმა ბაზის და სტადიონის გარეშე სირცხვილია ევროპაზე გადის გუნდი და არაფერი არ გააჩნია.ბოლოს და ბოლოს მაგასაც ფეხბურთელები არ ააშენებენ
nuri
16:30 04-12-2016
0
ვულოცავ ბათუმის დინამოს გამარჯვებას.
იმედია მესამე ადგილზეც გავა დინამო ბათუმი.
ტორპედოსაც ვულოცავ, მათა უფრო ძლიერ მეტოქესთან დამარცხნდნენ, მაგრამ ევროლიგა მაინც აქვთ ჯიბეში.
QWERTY
17:16 04-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული