გია ცეცაძე: 2:0 კარგია, მაგრამ საკმარისი არ არის

AutoSharing Option
"ჩიხურასთან" საჩემპიონო პლეი ოფის პირველ მატჩში დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, "სამტრედიის" მწვრთნელი გია ცეცაძე ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი საბოლოო ტრიუმფისთვის და რომ ყველაფერი 11 დეკემბერს, თბილისში გასამართ საპასუხო მატჩში გადაწყდება...

- სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]

- უპირველეს ყოვლისა, დამსახურებულ გამარჯვებას გილოცავთ. როგორ შეაფასებდით თამაშს?
- 2:0 მოვიგეთ და, რა თქმა უნდა, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. მთავარი ისაა, რომ ბიჭებს რა დავალებაც მივეცი, ყველაფერი იდეალურად შეასრულეს.

- მეორე ტაიმი შედარებით ფრთხილი ტაქტიკით ჩაატარეთ...
- ჩვენი ამოცანა იყო,
ბურთი არ გაგვეშვა. ძალიან გვინდოდა, რომ მეორე ნახევარშიც გაგვეტანა გოლი, მაგრამ არ გამოვიდა. ისე, გულშემატკივრის გადასახედიდან, 3:0-ის შემთხვევაში საპასუხო მატჩი ინტერესს დაკარგავდა.

- რას ელოდებით თბილისურ მატჩში?
- "ჩიხურა" დიდ ომს გაგვიმართავს და მალე ამაში ყველა დარწმუნდებით. საპასუხო მატჩისთვის თბილისში მოვემზადებით. სხვათა შორის, უამინდობის გამო, დედაქალაქში მატარებლით გავემგზავრებით და არა - ავტობუსით, თავი რომ დავიზღვიოთ. კარგია, რომ 11 დეკემბრის მატჩს ყველა დიდი ინტერესით ელოდება.

- რეალურად რომ ვთქვათ, ასეთი უპირატესობის გაბათილება ძალიან ძნელი იქნება...
- 2:0 კომფორტული უპირატესობაა და საპასუხო შეხვედრის წინ ეს იმედს გვაძლევს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ლამაზი და სანახაობრივი თამაში ვაჩვენეთ. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ვამბობ - თბილისში ძალიან მძიმე მატჩი გველის და ეს ლიტონი სიტყვები არ არის. ახლა გადამწყვეტი მომენტი დაგვიდგა - ამ მოგებით ჩემპიონობას მივუახლოვდით და საქმე ბოლომდე რომ მივიყვანოთ, მოდუნების უფლება არ გვაქვს.

- მეტოქეზე რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?
- გულწრფელად და გადაუჭარბებლად ვამბობ, რომ სოსო ფრუიძემ კარგი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც თამაშის ხარისხით გამოირჩევა და ეს მეორე ტაიმშიც გამოჩნდა. ჩემთვის დიდი პატივია, ჩემპიონობას კარგი მწვრთნელის ძლიერ გუნდს რომ ვეცილებით. დარწმუნებული ვარ, "ჩიხურას" დარი 4-5 გუნდი კიდევ რომ გვყავდეს, ეროვნული ჩემპიონატის დონე საგრძნობლად აიწევდა და ევროთასებზე "გაბალას" მსგავსი მეტოქე, მინიმუმ, დიდი უპირატესობით ვეღარ გვაჯობებდა.

ამიტომაც მეიმედება 10-გუნდიანი ჩემპიონატის, რადგან იქ დიდი დაძაბულობა და კონკურენცია იქნება, დონე კი ამის გარეშე ვერ ამაღლდება...

აქვე, ესეც აუცილებლად უნდა ვთქვა - "ჩიხურაც" მომეწონა და მისი მოთამაშეების საქციელიც. იყო ერთ-ერთი ეპიზოდი, როცა თამაში მთავრდებოდა და საჩხერელები უტევდნენ, მათ ერთი გოლის გატანა მაინც სჭირდებოდათ. ხომ იცით, ასეთ დროს, უხეშობა და არასაფეხბურთო მომენტები მატულობს ხოლმე. მაგრამ ამ შეხვედრაში პირიქით მოხდა - ჩვენი ფეხბურთელი რომ დაშავდა, ბურთი გიორგი რეხვიაშვილს ჰქონდა და თამაშის გაგრძელების ნაცვლად, აუტზე გადააგდო, ამის გამო კი მისთვის არც ერთ საჩხერელსა და არც მთავარ მწვრთნელს არ უსაყვედურია. ამით, "ჩიხურამ" შედეგზე მაღლა ადამიანობა დააყენა და ჩემთვის ამგვარ საქციელს ვერაფერი გადაწონის.

- რაიონებში სტადიონები თითქმის სულ სავსეა, მაგრამ თბილისში ხალხი ფეხბურთზე არ დადის. თქვენი აზრით, გულშემატკივარს საჩემპიონო ფინალი მაინც მიიზიდავს და 11 დეკემბერს "მიხეილ მესხი" სანახევროდ მაინც შეივსება?
- ძნელი სათქმელია. ჩვენი და საჩხერელი გულშემატკივრები ნამდვილად იქნებიან. ამას გარდა, ფეხბურთით დაინტერესებული ხალხიც მოვა... კარგი იქნება, 7-8 ათასი მაყურებელი მაინც თუ დაესწრება. ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონატშიც შესაძლებელია ლამაზი ფეხბურთის ხილვა. ვინც პირველ მატჩს დაესწრო, მგონია, რომ არ უნანია და კარგი ფეხბურთი ნახა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
kai batono gavaketot 10 gundiani hempionati.
Normaluria misagebia.magram ra gamkvirvebha.nutu ar moidze 10 fuliani qartveli biznesmeni.rom fexburts mixedos???
kola
08 დეკემბერი 2016 18:29
0
მე არც საჩხერელი ვარ არც სამტრედიელი ტბილისში დავიბადე გავიზარდე და არც ქართველი უბრალოდ მმიყვარს ფეხბურთი და ვადევნებ თვალს საქართველოს ჩემპიონატს ,სამტრედია კარგი გუნდია ჩხურა მესიმპატიურება ,ამიტომ 11 ში ოჯახთან ერთად ლოკომოტივზე მივდივარ ..
თბილისელი
08 დეკემბერი 2016 18:14
0
გია მაგარი მწვრთნელი ხარ და თქვენმა ტაქტიკამ გაამართლა, ხოლო ფრუიძეს ტაქტიკა და დაცვა ნახევარ დაცვა ვერ დაალაგა სწორად და ამიტომ წააგო პრინციპული თამაში გამოდის თქვენ უფრო ძლიერი მწვრთნელი ხართ ვიდრე სამსონა ჯობია წავიდეს დროზე
vano
05 დეკემბერი 2016 21:02
0
ჩიხურა მეორედ შეხვდა სამტრედიას,(რაც გარდამავალი ჩემპი.ტარდება)ჯერ სათასო მეოთხედ ფინალში როდესაც შინ მიიღო სამტრედია და საკუთარ მოედანზეც ვერაფელი დაკლო სამტრედიას,მხოლოდ პენალტების სერიით (საფეხბურთო ლატარით)გაცდა სამტრედიას ისიც ერთ თამაშიანი იყო. ეხლა მეორედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და რაც ტელრეპორტაჟს ვუყურე გამოჩნდა რომ სამტრედია აშკარად ფავორიტია....წარმატებები ყველა ქართულ კლუბს...
romandro
05 დეკემბერი 2016 20:46
0
მართალი ხარ გია..5-1 ზე არ დანებებულხარ,გვახსოვს ომიგამართეთ ზესტაფონში...ასევე ფიქრობს ჩიხურა,დარწმუნებული ვარ.11 ში გადაწყდება ყველაფერი...წინ მედლებისათვის..ვივა ჩემპიონ...
gio
05 დეკემბერი 2016 19:46
0
სტადიონები და ბაზებია საჭირო რეგიონებში სხვანაირად ჩვენ ჩემპიონატს არაფერი ეშველება, უბრალოდ თავის მოტყუება იქნება წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი,ინფრასტრუქტურა რომ გაკეთდება მერე უნდა იყოს კერძო ინვესტორების მოსვლაზე ლაპარაკი,სხვანაირად ძნელია გაპარტახებულ ინფრასტრუქტურაზე ინვესტორი შემოვიდეს ფეხბურთში 1-2 გამონაკლისის გარდა.აქ სახელმწიფოს ჩარევაც აუცილებელია.
bebeto
05 დეკემბერი 2016 18:44
0
GIA WARMATEBEBS GISURVEB MAGARI KACI XAR.. SHENISTANA TRENERI SAQARTVELOSHI SANTLIT SADZEBARIA
DATO
05 დეკემბერი 2016 17:27
0
გია, კარგი მწვრთნელი ხარ ვაღიარებთ, მაგარმ ცუდი მენეჯერი -'ატყობინებთ" , ამიტოამც ნუ ამბობ რომ 10 კლუბიანი ჩემპიონატი დაძაბული იქნებაო :) ნუ გვაცინებ, მასე 6 გუნდიანია სასომხეთში და რა? :)
საქმე საერთოდ არაა ოდენობაზე, საქმე სისტემაშია, იმაში რომ ყველა კლუბები უნდა იყვნენ როგორც მინიმუმ 51% კერძო მფლობელობაში და უნდა ჰქონდეთ სტიმული ბოლომდე ბრძოლის. ასე თუ იქნება, გინდა 6 , გინდ 10 და გინდ 18 კლუბიანი ჩემპიონატი დააწესე, ყველა ივარგებს. მაგრამ სანამ საბიუჯეტო ფულებს კერძო პირები სახელმწიფო კლუბებში შემძვრალები ხერხავენ, მანამ ჩემპიონატი არ/ვერ ივარგებს ვერცერთი ოდენობით.
Jango
05 დეკემბერი 2016 16:21
0

სიახლეები პოპულარული