ბრინჯაოს მცირე ფინალი გორის ნაცვლად თბილისში, "მიხეილ მესხზე" გაიმართება

AutoSharing Option
10 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს ფინალი გაიმართება. შეხვედრა ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შორის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ბოლო დღეების დიდთოვლობამ გეგმები შეცვალა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, საშეჯიბრო განყოფილების წევრებთან ერთად, 8 დეკემბერს პირადად მოინახულა გორის სტადიონი და მოსალოდნელი დღეების ამინდის პროგნოზისა და მოედნის მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ გორი ბრინჯაოს მცირე ფინალს ვეღარ უმასპინძლებს.

სამწუხაროდ, ანალოგიური მდგომარეობაა სარეზერვოდ შერჩეულ ზესტაფონის მოედანზეც, რომლის საფარიც 15-20 სმ თოვლითაა დაფარული. დავით აბაშიძის სახელობის
სტადიონის ხელმძღვანელობასთან გამართული განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ვერც ზესტაფონი შეძლებს შეხვედრის მასპინძლობას.

ამის გათვალისწინებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კონსულტაციები გაიარა მცირე ფინალის მონაწილე ორივე კლუბის ხელმძღვანელობასთან და საერთო შეთანხმებით, გადაწყდა, რომ 10 დეკემბრის მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი 8 დეკემბრის მდგომარეობით
Sportall.Ge

ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი 8 დეკემბრის მდგომარეობით
Sportall.Ge

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 11 /
kashurhi tu gakedtda 7atasiani stadioni chatvalet rom stadionze marto xashurlebi 5atasi miva danarchens ki klubebis gulshematkivrebi shavseben kashurlebs mogvenatra fexburti fexburtis kureba chven kalakshi naxet arkivi pirvel chempionatze iveris stadioni sul ivseboda galis mzurtan stadionis gaxsnaze 12atasi gulshematkivari daescro
ramazi
09 დეკემბერი 2016 17:38
0
კუსა, და წყნეთის ქუჩა და ბათუმი ძაან შორსაა

beqa_koshka
09 დეკემბერი 2016 17:37
0
კუსა,შემოგევლე ბრატ,წარმატებას ვუსურვებ ორივეს,მიხეილ მესხი დინამო თბილისისთვის ბათუმთან ნეიტრალურად მიგაჩნია?ვინ დათანხმდა და ვინ არა ეგ საკითხავია...წარმატებას ვუსურვებ თბილისელებს გულით
beqa_koshka
09 დეკემბერი 2016 17:35
0
ყოფილიყო ქუტაისი ან ზესტაფონი,რიკოთი ჩააკეტილია და წვალებით იმგზავრა ბათუმმა,რის საფუძველზე დანიშნეთ მეხზე,თბილისმა ქუტაისზე უარი თქვა,და იცით რატომაც
beqa_koshka
09 დეკემბერი 2016 17:08
0
ერთი კარგი, ასე 10-12 ათასიანი ტევადობის სტადიონი უნდა აშენდეს ხაშურში სადაც ყველა ასეთი ნეიტრალური თამაში გაიმართება, დასავლეთ საქართვლოს კლუბებისა და გულშემატკივრებისთვისაც და ასევე აღმოსავლეთისაც იქნება ადვილად მისასვლელი და დაახლოებით თანაბარ მანძილ გასავლელი. ფაქტიურად ხაშური საქართველოს ცენტრია. მანდვე ითამაშებენ ხაშურის ივერია და ბორჯომი.
dave
09 დეკემბერი 2016 17:01
0
ხომ შეიძლებოდა ქუთაისში ჩატარებულიკო ეს თამაში. ეტყობა დინამო თბილისის დაყვანა უნდა ფედერაციას.
მიშა
09 დეკემბერი 2016 17:00
0
beqa_koshka-ს. ვერ გავიგე ვის მიმართავ შეკითხვით? დაგიწერეს გასაგებად, რომ გუნდები შეთანხმდნენ მიხეილ მესხზე თამაშზე. რა შუაშია აქ "და თქვენ თვლით რომ მიხეილ მესხის სტადიონი ნეიტრალურია?" და ამგვარი რამ. მე მაწყობს. ქუჩის მეორე მხარიდან (წყნეთის ქუჩა)გადავალ და გავერთობი თუ ძალიან არ ეცივება და პირობას გაძლევ ნაღდად ნეიტრალური ვიქნები.
კუსა
09 დეკემბერი 2016 16:55
0
giga-ს და სხებს. რა მნიშვნელობა აქვს თუ ძმა ხარ სად ითამაშებენ. ნეიტრალურს მაშინ აქვს მნიშვნელობა,როცა სტადიონზე ხალხი მოდის. ამათ თამაშზე მაქსიმუმ ოჯახის წევრები და რამოდენიმე ათეული გულშემატკივარი მივიდეს. გეკითხებით, რა აზრი აქვს სად ითამაშებენ.
ასეა კი!!!
09 დეკემბერი 2016 16:51
0
მესხი ნეიტრალურია ხომ ? ტორპედოს სტადიონი გამოგრჩათ ხო?
fak
09 დეკემბერი 2016 15:14
0
იქნებ ტორპედოს სტადიონზე შეიძლებოდა თამაში, მესხი აბა რაის ნეიტრალური გამოდის.
giga
09 დეკემბერი 2016 14:47
0

სიახლეები პოპულარული