- პირველი მატჩიდან გასული რამდენიმე დღე საკმარისი იქნებოდა იმის გასააზრებლად, რაში შეცდით და რა არ გამოგივიდათ...
- სამტრედიელებმა უპირატესობა თავიდანვე სწრაფი თამაშის ხარჯზე მოიპოვეს. მათგან განსხვავებით, ჩვენ თავდაჯერებულობაც გვაკლდა. ამას დაემატა შეცდომები და
- პირადად თქვენ ისეთი გამორჩეული არ იყავით, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში...
- როცა გუნდი ვერ თამაშობს, ცხადია, მეც ვერ გამოვჩნდები. მოედნის ცენტრში სამტრედიელებმა აშკარად დაგვჩაგრეს. მაგრამ ეს არაფერი! იმედია, 11 დეკემბერს სეზონის მატჩს ჩავატარებთ.
- საამისოდ, რა კოზირები გაქვთ?
- რა კოზირები და... ეს 11 დეკემბერს გამოჩნდება. ჩვენი უპირატესობა შეტევაში სწრაფი გადასვლაა და ეს უნდა გამოვიყენოთ. უბრალოდ, გეტყვით, რომ 2:0 კატასტროფული სხვაობა არ არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ავანტიურისტულად შეტევას და დაცვის მოშიშვლებას არ ვაპირებთ.
- მეტოქის პლუსებზე რას იტყვით?
- ტაქტიკურად გამართული გუნდია, ბურთს კარგად იჭერენ, ფეხბურთელები სულ მოძრაობენ და კონტრშეტევაზე ძალიან კარგად თამაშობენ...
- გულწრფელად თქვით: გჯერა, რომ სასურველი შედეგით მოიგებთ?
- გულწრფელად ვამბობ: მჯერა! ჩვენ ნაღდად არ ვართ ის გუნდი, რომელიც ხელებს ჩამოუშვებს და მოედანზე გასვლისას მოგების არ სჯერა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"