სერგეი ლიტოვჩენკოს საქართველოს მოქალაქეობა და ნაკრებში თამაში სურს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" უკრაინელ მეკარე სერგეი ლიტოვჩენკოს საქართველოს მოქალაქეობის მიღება და ნაკრებში თამაში სურს. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-მ "ზუგდიდის" ვიცე-პრეზიდენტ ლევან გულორდავასგან შეიტყო.

გულორდავას თქმით, ლიტოვჩენკო ამ საკითხით ნამდვილადაა დაინტერესებული, თუმცა საქართველოს პრეზიდენტისთვის ჯერ განცხადებით არ მიუმართავს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა (ე.წ. ორმაგი მოქალაქეობა), განცხადებით სწორედ საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ლიტოვჩენკო "ზუგდიდში" 2016 წლის აგვისტოში გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
საიდან ასეთი ამბიცია
nukri
22:44 09-12-2016
0
გულორდავა კიდევ ვიცეპრეზიდენტია?ალბათ ბოლომდე დაანგრევს გუნდს და მერე წავა ხო?სინდისი არ აწუხებს?ვაი ჩვენ პატრონს.ამათ რო თავზე ვისვამთ.ყველაფერი ახია ჩვენზე.არავინ არაფერს ამბობს.თითქოს ასე იყო საჭირო.
გუჯა
11:44 10-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული