გულორდავას თქმით, ლიტოვჩენკო ამ საკითხით ნამდვილადაა დაინტერესებული, თუმცა საქართველოს პრეზიდენტისთვის ჯერ განცხადებით არ მიუმართავს. უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც სურს მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა (ე.წ. ორმაგი მოქალაქეობა), განცხადებით სწორედ საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ ლიტოვჩენკო "ზუგდიდში" 2016 წლის აგვისტოში გადაბარგდა.