თეიმურაზ შონიამ თბილისის "დინამო" ევროტურნირებს მიღმა დატოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 დეკემბერს საქართველოს XXVIII საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბრინჯაოს პრიზიორის ვინაობა გაირკვა ბათუმის "დინამომ" ბრინჯაოს მცირე ფინალში თბილისის "დინამო" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლებთან ერთად, ევროპალიგის საგზური მოიპოვა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი თეიმურაზ შონიამ მე-16 წუთზე გაიტანა და ვიაჩესლავ გროზნის გუნდი ევროტურნირს მიღმა დატოვა. ასეთი რამ კი საქართველოს ჩემპიონატების 26-წლიან ისტორიაში მეორედ მოხდა - პირველად თბილისის "დინამომ" პირველ სამეულში ადგილი 2012 წელს ვერ მოიპოვა.

რაც შეეხება გამარჯვებულ ბათუმის "დინამოს", აჭარული გუნდი ისტორიაში
ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი მეორედ გახდა. პირველად ეს 1997 წელს შეძლო, საუკეთესო შედეგი კი 1998 და 2015 წლებში ჰქონდა, როდესაც ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხომერიკის გაწვრთნილმა გუნდმა გარდამავალი ჩემპიონატის "წითელ ჯგუფში" გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულა.

საქართველოს გარდამავალი ჩემპიონატის მთავარი მატჩი კი 11 დეკემბერს, თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია" დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი სამტრედიელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ბრინჯაოს მცირე ფინალი
10.12. თბილისი, "მიხეილ მესხი"
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 1:0
გოლი: 1:0 შონია (16).
დინამო (ბთ): ტიმოფეევი, ტვილდიანი (90’ ვარშანიძე), გოგიტიძე, კვირკველია, სუხიაშვილი, თარხნიშვილი, შონია, ფონიავა, ქავთარაძე (56’ გორელიშვილი), გეგეჭკორი (86’ თევდორაძე), ლობჯანიძე
მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი
დინამო (თბ): რევიშვილი, ლოჩოშვილი, ცინცაძე, პაპუნაშვილი, კიტეიშვილი, მიქელთაძე, ზარია, თევზაძე (57’ ნინუა), ჯიღაური (46’ ჩაკვეტაძე), ხუბუტია, ჭელიძე (46’ კობოური)
მთ. მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი
გაფრთხილება: 67’ ტვილდიანი (დინამო ბათუმი), 73’ ცინცაძე, 78’ ჩაკვეტაძე (ორივე დინამო თბილისი), 90’ თევდორაძე (დინამო ბათუმი).
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, ბ. ჭიჭინაძე, ჯ. ხორავა, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 60 /
მე დინამოს ქომაგი ვარ, მაგრამ ასე მგონია რომ რეგიონის გუნდები უფრო კარგად გამოვლენ ევროზე. ამ გუნდებს და განსაკუთრებით მოთამაშეებს აქვთ უფრო მეტი ამბიცია ვიდრე დინამოს. ფულის პრობლემაც ასე თუ ისე მოგვარებულია. 10 გუნდაში, დაძაბული თამაშებიც მეტია, ზაფხულში გუნდები წესით ფორმაში უნდა იყვნენ.
მე ვთვლი რომ ყველანი გავლენ პირველ და მეორე წრეს. ერთი გუნდი მოხვდება ევროლიგაზე. თუ ასრულდა მაყარიჩი მიკისრეთ.
haha
14:08 11-12-2016
0
საინტერესოა ფიფიას ხელში დინამომ რამდენ გუნდს შეუქმნა ისტორია?!! დინამო თავი ისტოიის მანძილზე ასეთი სამარცხვინო არასდროს არ ყოფილა!!! უფულობის დროსაც კი!!! ისმევა კითხვა!!! რა მიზანი ამოძრავებს ამ პიროვნებას?!! ფაქტია ფედერაციიდან კრიტიკა გამორიცხულია, თუნდაც იმიტომ რომ კობიაშვილი მისი ჯილა იყო!! რა უნდა ამ კაცს?!! ქართველების ერთადერთი დიდი ისტორიის გუნდის განადგურება?!!!! გროზნიო და დინამო კიევის მეორე გუნდიო!! სირცხვილია, ბოლოს და ბოლოს სირცხვილი!!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული