გია ცეცაძე: ეს პირველი ჩემპიონობა იყო და განსაკუთრებულად გვიხარია

AutoSharing Option
საფეხბურთიო კლუბ "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ დღეს, 11 დეკემბერს, საჩხერის "ჩიხურასთან" საჩემპიონო პლეი ოფის საპასუხო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- "სამტრედია" საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონია

"განვლილი სეზონი შემიძლია დადებითად შევაფასო. მადლობა უფალს, რომ დღეს ჩემპიონები გავხდით. ჩემთვის და რამდენიმე ფეხბურთელისთვის ეს პირველი ჩემპიონობა იყო და განსაკუთრებულად გვიხარია.

საბოლოო შედეგი პირველი მატჩის პირველმა ტაიმმა განაპირობა. სწორედ იმ 45 წუთში ითამაშა "სამტრედიამ" ის ფეხბურთი, რომელიც მისია. დღევანდელი მატჩი კი სწორედ იმ შედეგიდან გამომდინარე დავგეგმეთ.

გუნდში ურთიერთგაგება და პატივისცემა სუფევს და
ამანაც განაპირობა ჩვენი წარმატება. დღეს, როცა პენალტი დაინიშნა, ბუდუ ზივზივაძის ნაცვლად, რომელიც ბომბარდირია და გოლს საჭიროებდა, ბაჩანა არაბულმა დაარტყა. მადლობა ფეხბურთელებს ასეთი ურთიერთობისთვის.

ყველა პოზიციაზე გაძლიერებას ვსაჭიროებთ. გუნდში კონკურენცია აუცილებელია. 11 ფეხბურთელი გუნდს ვერ ქმნის - აუცილებელია 20 კარგი ფეხბურთელი", - განაცხადა ცეცაძემ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
გაძლიერება არ უნდა ნიშნავდეს ვინმეს გაშვებას,მხოლდო 20 ფეხბრუთელი გყავს დაამატე კიდევ 5-6 კიდევ უფრო ძლიერები, გასაშვები კი არცერთი არ არის..არცერთიიი.
Jango
20:00 11-12-2016
0
მინდა მივულოცო გია ცეცაძეს, მთელ სამწვრთნელო შტაბს, გუნდის ყველა პერსონალს, ფეხბურთელებს და სამტრედიელ გულშემატკივრებს ეს ისტორიული გამარჯვება. დიდი მადლობა ბიჭებო და კაცები ამ სიხარულისთვის, გაიხარეთ.
ს.კ.ს.
21:45 11-12-2016
0

სიახლეები პოპულარული