11 დეკემბერს "დინამო არენაზე" უმაღლესი ლიგის ფინალის საპასუხო მატჩი გაიმართა.
მასპინძელმა საჩხერის "ჩიხურამ" "სამტრედია" მიიღო. მატჩი ფრედ ანგარიშთ 2:2 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა "სამტრედიის" გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა, საბოლოო ჯამში "სამტრედიამ" ორმატჩიან დუელში "ჩიხურა" 4:2 დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
პირველი ტაიმის მიწურულისკენ ბუდუ ზივზივაძემ პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ზუსტად ბაჩანა არაბულმა შეასრულა, ხოლო მეორე გოლი მე-60 წუთზე გიორგი დათუნაიშვილმა შეაგდო. გოლის გატანა 82-ე წუთზე ბესო დეკანოიძემ შეძლო და სხვაობა შეამცირა, ხოლო
აღსანიშნავია, რომ "სამტრედია" საქართველოს ჩემპიონი ისტორიაში პირველად გახდა.
თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
ჩიხურა-სამტრედია 1:2
გოლები: 0:1 ბაჩანა არაბული (პენ. 42), 0:2 გიორგი დათუნაშვილი (60), 1:2 ბესო დეკანოიძე (82), 2:2 საბა ლობჟანიძე (პენ. 90)