გაზაფხულიდან შეიქმნება ორი პროფესიონალური ლიგა PRO 1 ლიგა PRO 2 ლიგა. ორივე ლიგაში 10-10 გუნდი ითამაშებს, რომელიც გარდამალი ჩემპიონატის შედეგად შეირჩა.
ახალი ჩემპიონატი მარტიდან ნოემბრამდე ჩატარდება.
PRO 1 ლიგაში შემდეგი 10 გუნდი იასპარეზებს:
სამტრედია, საჩხერის ჩიხურა, ბათუმის დინამო, თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო, თბილისის ლოკომოტივი, თბილისის საბურთალო, ფოთის კოლხეთი, გორის დილა, ქობულეთის შუქურა.
საინტერესოა აღნიშნული გუნდების გეოგრაფია - 6 დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელია, 4 კი აღმოსავლეთის.
PRO 2 ლიგაში შემდეგი 10
ბოლნისის სიონი, ზუგდიდი, ლანჩხუთის გურია, ცხინვალი, თბილისის ვიტ ჯორჯია, გაგრა, რუსთავი, წყალტუბოს სამგურალი, მარტვილის მერანი, ტყიბულის მეშახტე.
მომავალი წლიდან საქართველოს ჩემპიონატი (ყველა ლიგაში) ახალი ფორმატით ჩატარდება: გაზაფხულის დასაწყისიდან ზამთრის დაწყებამდე გათამაშების ყველა მატჩი (და, შესაბამისად, ყველა ქულა) ფინანსური სარგებლის მომტანი იქნება.
დაფინანსება და საპრიზო პრემიები:
PRO ლიგა 1
საბაზისო 1,00 მლნ
სტიმულირება 0,50 მლნ
პრემია 6,00 მლნ
საპრიზო ფონდი 6,00 მლნ
PRO ლიგა 2
საბაზისო 0,70 მლნ
სტიმულირება 0,30 მლნ
პრემია 3,00 მლნ
ეროვნული ლიგა 1
საბაზისო 0,25 მლნ
სტიმულირება 0,05 მლნ
ეროვნული ლიგა 2
საბაზისო 0,04 მლნ
შესაძლოა, 10-გუნდიანი ჩემპიონატის გამარჯვებულმა 3,5 მილიონი ლარი მიიღოს, გავარდნილმა - 2,3 მილიონი. ხოლო PRO ლიგა 2-ში გამარჯვებულმა და გავარდნილმა, შესაბამისად - 1,7 მილიონ ლარზე მეტი.
აქვე გეტყვით, რომ უკვე ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, ვინც 2017 წლის ზაფხულში ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
- ევროთასების საგზურების მფლობელი ყველა ქართული გუნდი ცნობილია
rogor heidzleba ivanihvili kavdes da normaluri bunebrivsafariani stadioni ar hqondes.sxva investors ucdian???
kide gjera kobis da qocebis danapirebis.mahin saqmes hirdeboda ase.
საერთოდ გავაუქმოთ ფეხბურთი მარტო უმაღლეს ლიგაზე შეიძლება 27 მილიონი დავხარჯოთ? სანაცვლოდ რას ვიღებთ?
27 მილიონად თუნდაც დევნილებს წეროვანში რომ ცხოვრობენ, 2,700 ოჯახს სხვადასხვა რეგიონებში კარგ სახლებს უყიდი.
ან სტუდენტებს სწავლა დავუფინანსოთ საზღვარგარეთ.
ან 6 ერის მმართველებს მივცეთ ქრთამად, რომ მიგვიღონ ექვს ერში :)