ნიკა საბანაძე ქუთაისის "ტორპედოს" მეორედ დაუბრუნდა

AutoSharing Option
მარტვილის "მერანის" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ნიკა საბანაძე თავის ყოფილ გუნდ ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საბანაძემ "ტორპედოსთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კარიერის განმავლობაში საბანაძე "ტორპედოელთა" შემადგენლობაში ორჯერ ირიცხებოდა. პირველად ეს 2010-დან 2014 წლამდე იყო, როცა 92 ჩატარებულ მატჩში ფორვარდმა 23 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ის "ზესტაფონში" გადაბარგდა, შემდეგ - თბილისის "დინამოში", 2015 წლის იანვარში კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა, მაგრამ დიდი ხანი არ გაჩერებულა - ნიკა იმავე წლის აგვისტოში "საბურთალოში" გადავიდა.

"საბურთალოს" შემდეგ იყო მარტვილის "მერანი", რომელთან ერთადაც საბანაძემ
თასის ფინალი ითამაშა და ქუთაისის "ტორპედოსთან" 1:2 დამარცხდა, ახლა კი "ტორპედოს" მეორედ დაუბრუნდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაღა გვიჭირს,ლიგის ჯგუფში მოხვედრა გარანტირებული გვაქვს,საბანაძე ჩვენთანაა. პიროვნულად საბანაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,მაგრამ როგორც ფეხბურთელი "ტორბედოს" ვერ გააძლიერებს ევროპის ლიგისთვის,თორემ საქართველოს ჩემპიონატისთვის უმაგისოდაც არ დავიქცევოდით.უკეთესი ფეხბურთელებია საჭირო ევროპისთვის.
mamulo
16:41 16-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული