ირაკლი ძარია: ...ამიტომაც ვფიქრობ, ფეხბურთიდან ხომ არ წავსულიყავი?

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. დიდი ალბათობით, გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშის შენარჩუნება გაუჭირდება. მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი ძარია გახლავთ - 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი, თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი, "ზესტაფონისა" და გორის "დილას" ასევე ყოფილი ლიდერი, რომელსაც ეროვნული ნაკრების ფორმა 9-ჯერ მოურგია.

ახლა ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკშია, მაგრამ ამბობს, რომ ფეხბურთიდან წასვლაზე ფიქრობს. რატომ გაუჩნდა ეს ფიქრი მოთამაშეს, რომელიც ბოლო ექვს წელიწადში 3-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ქვეყნის თასისა და სუპერთასის გამარჯვებული?

ამ და სხვა საინტერესო თემებზე ირაკლი ძარია "ლელოს" ელაპარაკა...

- სეზონი
"სიონისთვის" კატასტროფულად დასრულდა - გუნდი უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა. თქვენი შემადგენლობის პირობებში ამას არავინ ელოდა...

- უპირველესად, ამას ჩვენ არ ველოდით, რადგან რომელ გავარდნაზეა ლაპარაკი, მართლა კარგი მოთამაშეები გვყავდა და ამ გუნდით ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლაც შეიძლებოდა. მთელი კლუბი, უფროსობაც და მოთამაშეებიც, მონდომებულები ვიყავით, მაგრამ აშკარად არ გაგვიმართლა.

- დამაბრკოლებელი გარემოება რა იყო?
- პირველი 4 ტური ცუდად ჩავატარეთ, რადგან ახალი შეკრებილი გუნდი ვიყავით და შეთამაშება გვაკლდა. სწორედ მაშინ დავკარგეთ ის ქულები, რომელიც ბოლოს ჰაერივით დაგვჭირდა. ჩემპიონატის მსვლელობისას კი ავთამაშდით, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. არადა, ეს გუნდი არ უნდა გავარდნილიყო...

- "შუქურასთან" პირველი შეხვედრა ნამდვილ თრილერად გადაიქცა...
- მსგავსი თამაშები ჩვენს ჩემპიონატს ამშვენებს. ასეთი დაძაბული, სანახაობრივი და დამაინტრიგებელი შეხვედრა კარიერაში არ ჩამიტარებია. თავიდან ვფიქრობდით, გოლი არ გაგვეშვა, მაგრამ პირველი ტაიმი 1:2 წავაგეთ და სულ 7 გოლი გავიდა. ჩვენ ამ შეხვედრაში ხასიათი გამოვავლინეთ. ასე მეგონა, შოტლანდიელები თამაშობდნენ - ბოლომდე, მთელი სულითა და გულით რომ იხარჯებიან და ომობენ. მაგრამ 4:3 მოგებას 1:0 სჯობდა, ასე მეორე შეხვედრას უფრო იმედიანად ჩავატარებდით.

- საპასუხო მატჩი აშკარად ჩააგდეთ. რა იყო ამის მიზეზი?
- პირველ ტაიმში ანგარიშის შენარჩუნებაზე არ გვითამაშია, ვუტევდით და მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ტაიმის ბოლოს კი მომენტი გაგვეპარა და გურულმა გაიტანა. მერე ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ აეწყო: მსაჯობაზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ შეცდომები დაუშვეს: იყო ეპიზოდი, როცა მე და გიორგი ჯანელიძე ზედიზედ ორჯერ წაგვაქციეს საჯარიმოში და პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა.

მერე ისე მოხდა, ბურთისთვის ბრძოლაში ხურცილავამ გურულს ფეხი თავში მოარტყა - დათო ძალიან შეწუხდა და მომხდარს განიცდიდა. ანუ გურულის განზრახ დაშავება არ სურდა, მაგრამ წითელი ბარათი ამოუღეს. ისედაც 0:1-ს ვაგებდით, პლუს, კაცი გაგვიგდეს და მოვიშალეთ.

მას შემდეგ საშინელი განწყობა მაქვს და ვფიქრობ, ასეთი რამ როგორ მოხდა.

- სულ რაღაც ორი წლის წინ ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად გიწვევდნენ, წამყვან ქართულ გუნდებში გითამაშიათ და ასეთ დროს ფეხბურთელები პირველ ლიგაში თამაშს არ თანხმდებიან ხოლმე...
- "სიონთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და ჯერ კლუბის ხელმძღვანელობასთან არ მილაპარაკია. არც ის ვიცი, ახალი წლიდან სად ვითამაშებ. მაგრამ არ დავმალავ, რომ ბოლო ორ წელიწადში ჩემს თავს გადამხდარმა ამბებმა ძალიან დამღალა და იმდეგაცრუებული ვარ.

- რას გულისხმობთ?
- ჯერ რუსეთში თამაშის შანსი მქონდა, მერე ყაზახეთში და ცხადია, ორივეგან კარგ დონეზე და პირობებში ვიქნებოდი. არც კონკურენციის მეშინოდა და მითხრეს, რომ კონტრაქტს გავაფორმებდი, მაგრამ ვარჯიშისას კუნთი გამიწყდა და წამოსვლა მომიხდა. "დინამოში" დაბრუნება აღარ გამოდიოდა. მერე პავლოდარის "ირტიშში" ტრანსფერი ჩამეშალა და საქართველოში დაბრუნება მომიწია.

ახლაც დიდი სურვილი მაქვს, რომ უცხოეთში წავიდე, მაგრამ... ჯერ არანაირი ვარიანტი არ ჩანს. ამიტომაც ვფიქრობ, ფეხბურთიდან ხომ არ წავსულიყავი?

- 28 წლის ასაკში?! ჯერ, მინიმუმ, ჩვენი ჩემპიონატის ლიდერებს მაინც დაეხმარებოდით და ასე რატომ ფიქრობთ?!
- ფეხბურთს ჩემზე ბევრად დიდი მოთამაშეების წასვლა გადაუტანია. მოკლედ, ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, მაგრამ ამაზე ნაღდად ვფიქრობ. იმედია, ნორმალური გუნდი გამოჩნდება, სხვაგვარად, მირჩევნია, თამაშს შევეშვა.

არა რა, "დინამოდან" სინჯებზე წასვლა ჩემი დიდი შეცდომა იყო. გუნდის კაპიტანი ვიყავი, ნაკრებში მიწვევდნენ, მე კი პერმის "ამკარში" გასინჯვას დავთანხმდი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
და კიდევ რა? მე სოლიდური ხელფასი ვახსენე ბოლნისის სიონში 5 ათასს ლარს უხდიდნენ ხელფასს გორის დილაში კი კიდევ უფრო მეტს თუ არა ნაკლებს!!! დღეს კლუბებში ასეთი ხელფასები ძალიან ცოტა ფეხბუერთელებს თუ აქვთ.არინ ფეხბურთელები 1000, 1500, და 2000 ლარზე თამაშობენ თავს იკლავენ იბრძვიან და ცდილობენ მაქსიმუმი გააკეთონ,არც წუწუნებენ და არც არავის არაფერში არ ადანაშაულებენ ესმით დღევანდელი სიტუაცია და ღირსეულად დგანან ქვეყნის და ფეხბურთის წინაშე!!!
dragofil
17 დეკემბერი 2016 12:37
0
ცუია თუ ასე ნაადრევად დაასრულებს კარიერას, არადა ძალიან ნიჭირი ბიჭია. დინამოდან პერმის ამკარში სინჯებზე წასვლა, მართლაც რომ უაზრო ნაბიჯია, ჯერ იმიტომ რომ ჩემპიონი გუნდის კაპიტანი ხარ, მეორე ნაკრების წევრი და სინჯებზე რომ გიძახებენ ფაქტიურად შეურაცხოფაა და უარით უნდა გაგესტუმრებინა, მაგრამ რა შენი ბრალია, ბრალია იმ ვითომდა მენეჯრების ვინც ტრანსფერებს "ჩარხავს" და თავგზა აგირიეს. არ დანებდე, მიაწექი ბილომდე, რა დროს დასრულებაა, ბევრ გუნდ გამოადგები და ეროვნულსაც დასჭირდები.
Eric cantona
17 დეკემბერი 2016 12:08
0
ყველა კლუბთან ახლო და კარგი ურთიერთობა მაქვს გულმა არ მომითმინა და რამდენიმე კლუბში მოვიკითხე ძარიას მოღვაწეობის შესახებ,ბოლო ხანებში ყველაზე მეტ ხანს გორის დილაში იმყოფებოდა.როცა გუნდში მივიდა ტრამვირებული ყოფილა გუნდმა რამდენიმე თვე უმკურნალა ტიტქმის ნახევარი სეზონი და თან ამ ხნის მანზილზე სოლიდურ ხელფასს უხდიდა,სულ რამდენიმე თამაში ჩაატარა ბოლოს სადაც არავიზე მეტად არ გამოირჩეოდა და როცა გუნდი ევროპა ლიგაზე გავიდა და შირაქს შეხვდა გუნდი დატოვა როცა გუნდს ფინანსურადაც და ფეხბურთელების მხივაც ძალიან გაუჩირდა ყაზახეთში წავიდა გასინჯვაზე საიდანაც მალევე უკან გამოუშვეს.მაშინ კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა გუნდიდან სხვა კლუბებში მხოლოდ დავით კვირკველია იყო რომელიც გუნდს დაეხმა რა შირაქთან თამაშზე და მერე წავიდა ბათუმის დინამოში!!! ყველა რომ ასე მოქცეულიყო დილა ამ ეტაპს დიდი ალბათობით გადალახავდა!!!
dragofil
17 დეკემბერი 2016 12:03
0
საქართველოში მუდამ გაჭირვებაა როგორც ფეხბურთში ასევე სხვა სფეროებში,ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ფეხბურთმა შექმნა ძარიაც და სხვა ფეხბურთლები.ზოგს გაუმართლა ზოგს კი სამწუხაროდ არა მაგრამ სანამ ფეხბურთის თამაში შეგიძლია უნდა ითამაშო!!! დაეხმარო ფეხბურთს თუ ფეხბურთელი და კაცი გქვია!!! ფეხბურთი არ არის ფეხბურთელებთან ვალში,ფეხბურთელები ვართ და ფეხბურთში მყოფი ყველა ადამიანი ფეხბურთთან ვალში და დამნაშავეებიც ასეთი მდგომარეობა რომ არის დღეს!!!
dragofil
17 დეკემბერი 2016 11:35
0
მერამდენე ფეხბურთელი უნდა ჩაგვეკარგოს გაუაზრებელი არასწორი გადაწყვეტილებების გამო :/
კოტე
17 დეკემბერი 2016 02:23
0
დილაში ლიდერი არასდროს ყოფილა ძარია და მიზეზი ყველამ ვიცით დიდი ხნის უთამაშებლობა,მარა ის ბოლო დროის საუკეთესო საყრდენი იყო საქართველოში ეს ნაკრებშიც აისახებოდა,ეგა ძარია და კიდე სხვებს ამკარი და რუსეთის გუნდები აუბედურებენ ჩვენ ბიჭებს.
დილა გორი
16 დეკემბერი 2016 18:49
0
რაში ყოფილა საქმე:) არა, რა, "დინამოდან" სინჯებზე წასვლა ჩემი დიდი შეცდომა იყო. გუნდის კაპიტანი ვიყავი, ნაკრებში მიწვევდნენ, მე კი პერმის "ამკარში" გასინჯვას დავთანხმდი... კაია როო აღიარებს და იმედია ასეთი დონის შეცდომებს აღარ დაუშვებენ...
hait-turme
16 დეკემბერი 2016 18:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული