"კლუბთან კონტრაქტი 0,6+1 წლით მქონდა გაფორმებული, რაც "ტორპედოს" ნახევარი წლის შემდეგ კონტრაქტის შემოთავაზების უპირატესობას ანიჭებდა, მაგრამ მითითებული გვქონდა, რომ ახალი ხელშეკრულება პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში გაფორმდებოდა. დღეს დამიკავშირდნენ და სიტყვიერად შევთანხმდით, რომ "ტორპედოში" კიდევ ერთი წელი ვითამაშებ", - ამბობს ტუღუში.
27 წლის შემტევი ნახევარმცველი ადასტურებს, რომ ევროპაში წასვლას სთავაზობდნენ:
"სეზონის დასრულების შემდეგ "ტორპედოსგან" ახალი არაფერი ისმოდა და
სეზონის დასრულებისთანავე ორი ვარიანტი გამოჩნდა. პირველი დანიაში - როგორც მითხრეს, ერთ-ერთი კლუბი კონტრაქტს გასინჯვის გარეშე გამიფორმებდა. მეორე ვარიანტი კი ისრაელში შემომთავაზეს. იქ ლაპარაკი სინჯებზე იყო".
ტუღუში განმარტავს, რატომ მიიღო გადაწყვეტილება ქუთაისელთა სასარგებლოდ:
"გასინჯვაზე წასვლა არც ისე სასიამოვნოა, ხოლო დანიური კლუბისგან კონკრეტული აღარაფერი ისმოდა. ქუთაისის "ტორპედოში" კი ყველაფერი გაირკვა და ხელშეკრულების გახანგრძლივება შემომთავაზეს.
ამ კლუბში გამოვჩნდი, მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაყურებელმაც კარგად მიმიღო და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ზაფხულში ევროპის ლიგაზე ვითამაშებ. ამიტომ ისევ ნაცნობ გარემოში დარჩენა ვამჯობინე, სადაც თავს კარგად ვგრძნობ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ამბობს ადამიანი რეალური ვარიანტი ტორპედო იყოო. არჩევანი რა არის იცით. როცა ორი გარანტირებული ვარიანტი გაქვს და შენ ერთ-ერთს ამჯობინებ.