ოთარ კვერნაძე ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა, რამდენად რეალურია პოლონური ვარიანტი?

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" დიდი საკადრო ცვლილებები დაიწყო. ცნობილია, რომ კონტრაქტი დაუსრულდა და ახალ კლუბს ეძებს ჰოლანდიელი მცველი იურგენ კოლინი, საყრდენი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი კი კარიერას, სავარაუდოდ, კვიპროსში გააგრძელებს.

ამასობაში, ქუთაისელებმა თავიანთი ყოფილი ბომბარდირი ნიკა საბანაძე დაიბრუნეს, რომელმაც ბოლო სეზონი მარტვილის "მერანში" გაატარა. მისი მოსვლა გუნდიდან ოთარ კვერნაძის წასვლას მოჰყვა.

როგორც შევიტყვეთ, 23 წლის ფორვარდმა "ტორპედო" კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა, მაგრამ რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია.

თავის დროზე, კვერნაძე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონის" შემადგენლობაში გამოჩნდა, ბოლო სამი წელიწადი კი მშობლიური ქუთაისის
გუნდში გაატარა. "ტორპედოს" შემადგენლობაში ოთარმა ჩემპიონატის 62 მატჩში 21 ბურთი გაიტანა. წლეულს მისი გოლებით ქუთაისელებმა ვანის "სულორთან" და ზუგდიდის "ოდიში 1919"-თან სათასო მატჩებში გაიმარჯვეს. მაგრამ ჩემპიონატში 11 შეხვედრა ჩაატარა და ბოლოს მხოლოდ 10 სექტემბერს, ლანჩხუთში "გურიის" კარი აიღო. მას შემდეგ კი აღარ გაუტანია. უკანასკნელ პერიოდში გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი აღარ ათამაშებდა.

როგორც შევიტყვეთ, "ტორპედოს" ექსფორვარდს პოლონეთში გადასვლას სთავაზობენ, მაგრამ ახლო მომავალი გვიჩვენებს, რამდენად რეალურია ეს ვარიანტი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი დანაკარგისი გუნდისთვის არ იქნება!
გოგი ქუთაისელი
13:52 22-12-2016
0
კუთხურის ალმების მტერი, შფოთიანი ოთარი წავიდა? :)
Guadua
14:25 22-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული