ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს

AutoSharing Option
თერჯოლის "საპოვნელა" ორმა ფეხბურთელმა დატოვა. როგორც შევიტყვეთ, კლუბს ცენტრალური მცველი ოთარ კუსიანი და ნახევარმცველი გიორგი ჭანკოტაძე დაემშვიდობნენ. ორივე ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა.

21 წლის კუსიანი თერჯოლელებს ამ წლის ივლისში საჩხერის "ჩიხურადან" შეუერთდა, 25 წლის ჭანკოტაძე კი "ზუგდიდიდან" "საპოვნელაში" აგვისტოში გადავიდა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებენ ფეხბურთელები კარიერას.

შეგახსენებთ, რომ გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატი იმერულმა კლუბმა პლეი-ოფს მიღმა დაასრულა. "საპოვნელა", რომელიც გასულ საფეხბურთო სეზონში უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, ამჯერად პროლიგა 2-ის საგზურის მიღმაც დარჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული