21 წლის კუსიანი თერჯოლელებს ამ წლის ივლისში საჩხერის "ჩიხურადან" შეუერთდა, 25 წლის ჭანკოტაძე კი "ზუგდიდიდან" "საპოვნელაში" აგვისტოში გადავიდა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებენ ფეხბურთელები კარიერას.
შეგახსენებთ, რომ გარდამავალი საფეხბურთო ჩემპიონატი იმერულმა კლუბმა პლეი-ოფს მიღმა დაასრულა. "საპოვნელა", რომელიც გასულ საფეხბურთო სეზონში უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, ამჯერად პროლიგა 2-ის საგზურის მიღმაც დარჩა.