ვერავის დავიმატებთ, ფული არ გვაქვს - ქუთაისის "ტორპედო" 11-მა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" 11-მა ფეხბურთელმა დატოვა. როგორც Sportall.ge-ს "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა განუცხადა, ესენი არიან: გიორგი ნერგაძე, ვანო წილოსანი, ცოტნე მესხი, ოთარ კვერნაძე, ვახტანგ კვარაცხელია, ალექსი ბენაშვილი, გუგა ფალავანდიშვილი, იურგენ კოლინი, ავთო ენდელაძე, მამუკა ქვილითაია და ზაურ გოგუაძე.

ჩვენი ინფორმაციით, "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს გუნდში ყოფილი ტორპედოელების, მერაბ გიგაურისა და ზაზა ჭელიძის დაბრუნება სურს. ჩხეტიანს ამაზეც ვკითხეთ, თუმცა მისი თქმით, ახლა კლუბს საამისოდ ფინანსები არ გააჩნია.

"გიგაური და ჭელიძე ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ რომც მინდოდეს რომელიმეს დამატება, გამომდინარე იქიდან, რომ
თანხები არ არის, ვერავის დავიმატებთ. თუ სპონსორი გამოჩნდა ან პირადად ქალაქის მერი დაგვეხმარა, მერე ვნახოთ...

ამ დღეებში პრესკონფერენციაა დაგეგმილი, მერი უნდა შეხვდეს რამდენიმე პირს და რეკლამირების მხრივ დაგვეხმაროს. მერს სურს, მოიძიოს ვინმე ისეთი, ვინც თუნდაც მცირე თანხით შეგვეშველება. ეს თუ მოხდა, შემდეგ უკვე შეგვეძლება რამეზე საუბარი. დღევანდელი მოცემულობით კი, ვინმეს დამატებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს", - გვითხრა ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რატომ შლიან ამ გუნდებს ვერ ვხვდები,უკეთეს ფეხბურთელებს მოიყვანენ თუ ვინმე უხელფასოდ თამაშს დათანხმდება,ყველა გუნდი ხელახლა კომპლექტდება,ვისაც პატრონი ყავს კი ნახულობს გუნდს ვისაც არა და მეორე ლიგაში ასრულებს კარიერას
მალხაზი
25 დეკემბერი 2016 19:28
0
მთელი წელი ინვესტორი თითქოს მოძიებული გყავდათ,ახლა რაშია საქმე,რაში ვერ რიგდებით და არც კი გრცხვენიათ ისე აბუჩად იგდებთ ქომაგს. რა გამოუსწორებელი უზნეობა სჭირს ქართველებს?ალბათ ისევ წილებზეა ლაპარაკი,თუ არადა აუხსენით ქვეყანას რაშია საქმე
vaxvax
25 დეკემბერი 2016 13:53
0
ქუთაისში ფულს ვინ ჩადებს 1 კაცზე 2 შავი გაგების არსება მოდის. ჯერ ქუთაისლებმა ქუჩურ გაგებას უნდა შეეშვათ, წიგნი წაიკითხოთ, ისწავლოთ და ნორმალურ ცხოვრებას ეზიაროთ. მერე იფიქრეთ ფეხბურთზე.
haha
25 დეკემბერი 2016 09:47
0
დარჰება ფიფიას დინამო,კალადზეს სამტრედია,და ბიზოს საჰხერე და აზერების ჰემპიონატს მიუერტეტ და სხვა გუნდებს ნუ ასჰიმსჰილებტ,
ბაჯო
25 დეკემბერი 2016 00:15
0
სიმარტლეს რატო არ აქვეყნებტ ერტი მაფიააა აქ.ამდენი ისჰრომეს ბიჰებმა და ევროპაე გასვლა მოიპოვეს და ეხლა უსჰვებტ ეს რა უბედურებააა ხალხო ყველგან ასეა.სამტრედიაც ისჰლება რატო აკეტებენ ასე ვინმემ დაცეროს?
ბაჯო
25 დეკემბერი 2016 00:06
0
რატო გააქციეს და ფულის ჰამდენს ესენი მსხვერპლად მიიჰნევენ და ყველას ცილსჰი უნდა ჰაჯდომა და დარმავოის ყლაპვა და ის ფულიანი დებილი არაა და გარბის,
bajo
24 დეკემბერი 2016 22:48
0
რატო გააქციეთ ბიზნესმენები გუნდს ,რომ ყიდულობდნენ ,რატო შეუშალეთ ხელი?ვინც ამაში ხართ მონაწილე ..
შიბაქა ხაარ რაა
24 დეკემბერი 2016 21:06
0
tqve kargo adamianebo.axla rom cucunebt fuli ar gvaqvso.ratom gaaqciet sponsorobis msurveli.cin evro turnirebi.ras apirebt fiqrobt saertod.admin ar dablolo gtxovt.
goga
24 დეკემბერი 2016 19:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული