ვერავის დავიმატებთ, ფული არ გვაქვს - ქუთაისის "ტორპედო" 11-მა ფეხბურთელმა დატოვა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" 11-მა ფეხბურთელმა დატოვა. როგორც Sportall.ge-ს "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა განუცხადა, ესენი არიან: გიორგი ნერგაძე, ვანო წილოსანი, ცოტნე მესხი, ოთარ კვერნაძე, ვახტანგ კვარაცხელია, ალექსი ბენაშვილი, გუგა ფალავანდიშვილი, იურგენ კოლინი, ავთო ენდელაძე, მამუკა ქვილითაია და ზაურ გოგუაძე.

ჩვენი ინფორმაციით, "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს გუნდში ყოფილი ტორპედოელების, მერაბ გიგაურისა და ზაზა ჭელიძის დაბრუნება სურს. ჩხეტიანს ამაზეც ვკითხეთ, თუმცა მისი თქმით, ახლა კლუბს საამისოდ ფინანსები არ გააჩნია.

"გიგაური და ჭელიძე ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ რომც მინდოდეს რომელიმეს დამატება, გამომდინარე იქიდან, რომ
თანხები არ არის, ვერავის დავიმატებთ. თუ სპონსორი გამოჩნდა ან პირადად ქალაქის მერი დაგვეხმარა, მერე ვნახოთ...

ამ დღეებში პრესკონფერენციაა დაგეგმილი, მერი უნდა შეხვდეს რამდენიმე პირს და რეკლამირების მხრივ დაგვეხმაროს. მერს სურს, მოიძიოს ვინმე ისეთი, ვინც თუნდაც მცირე თანხით შეგვეშველება. ეს თუ მოხდა, შემდეგ უკვე შეგვეძლება რამეზე საუბარი. დღევანდელი მოცემულობით კი, ვინმეს დამატებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს", - გვითხრა ჩხეტიანმა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რატომ შლიან ამ გუნდებს ვერ ვხვდები,უკეთეს ფეხბურთელებს მოიყვანენ თუ ვინმე უხელფასოდ თამაშს დათანხმდება,ყველა გუნდი ხელახლა კომპლექტდება,ვისაც პატრონი ყავს კი ნახულობს გუნდს ვისაც არა და მეორე ლიგაში ასრულებს კარიერას
მალხაზი
19:28 25-12-2016
0
მთელი წელი ინვესტორი თითქოს მოძიებული გყავდათ,ახლა რაშია საქმე,რაში ვერ რიგდებით და არც კი გრცხვენიათ ისე აბუჩად იგდებთ ქომაგს. რა გამოუსწორებელი უზნეობა სჭირს ქართველებს?ალბათ ისევ წილებზეა ლაპარაკი,თუ არადა აუხსენით ქვეყანას რაშია საქმე
vaxvax
13:53 25-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული