ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად "სამტრედიის" შემტევი ბუდუ ზივზივაძე დასახელდა, რომელიც 13 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. ზივზივაძემ ჯილდო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობისთვისაც მიიღო.
გია ცეცაძე კი, რომლის თავკაცობით "სამტრედიამ" წელს პირველად მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული, გასული სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.
სპეციალური ანკეტების მეშვეობით ფედერაციამ გამოკითხვა ჩაატარა. საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ქალთა