ბუდუ ზივზივაძე: პორტუგალიის პრიმეირას გუნდსაც ვუნდივარ

AutoSharing Option
საქართველოს 2016 წლის საფეხბურთო გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა ბუდუ ზივზივაძემ გუშინდელი დაჯილდოების შემდეგ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

- GFF AWARDS 2016: თორნიკე, ბუდუ და სხვები [PHOTO]

"ჩემთვის ეს ჯილდო სამომავლოდ ძალიან დიდი სტიმულია. მსურს, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ წარმატების მიღწევაში ხელი შემიწყო. ვიმედოვნებ, რომ შემდეგი სეზონი წლევანდელზე ბევრად უკეთესი იქნება.

"სამტრედიასთან" კონტრაქტი ამომეწურა და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ კლუბში არ დავრჩები და ევროპაში წავალ.

მაქვს რამდენიმე ევროპული კლუბის ვარიანტი. კონკრეტული შემოთავაზება ჯერ პოლონური "არკადან" და პორტუგალიური გუნდიდან
- "ტონდელადან" მაქვს, რომელიც ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.

ველოდები სატრანსფერო ფანჯრის გახსნას და ვნახოთ, სად გავაგრძელებ კარიერას", - გვითხრა ზივზივაძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ცოდვაა სამტრედია.ამ ჩემპიონატში ერთადერთი გუნდი იყო ,რომელიც ასე თუ ისე გამართულ ფეხბურთს თამაშობდა და იმის მაგივრად რომ მომდევნო ნახევარი წელი გუნდის უფრო შესაკვრელად,გასაძლიერებლად გამოეყენებინათ,მთავარი დამრტყმელი ძალა,შემტევი დუეტი დაკარგეს.ასე ჩემპიონთა ლიგაზე რა ესაქმებათ ან ბუდუ სად გარბის,პორტუგალიის ყველაზე სუსტ გუნდში?არ სჯობდა გეთამაშა ლიგაზე და მერე გეფიქრა წასვლაზე?მაგრამ არა,დღევანდელი კვერცხი,თუნდაც ლაყე გირჩევნია ხვალინდელ ქათამს.ბუდუ შენი თამაში მართლა მომეწონა წელს და ისედაც სადაც წახვალ ყველგან წარმატებას გისურვებ,მაგრამ არა მგონია ეს სწორი ნაბიჯი იყოს ჯერ შენი კარიერისთვის და მერე სამტრედიასთან მიმართებაში.
სოსო
00:46 30-12-2016
0
თავიდან ასე იწყება და მერე მაინც რუსეთის ჩემპიონატში ამოყოფენ ხოლმე თავს. ვინ დაგვწყევლა?!
კირკიტა
23:36 29-12-2016
0

სიახლეები პოპულარული