"საბურთალომ" გიორგი ბუხაიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ფორვარდმა გიორგი ბუხაიძემ დატოვა. ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტის გაწყვეტა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არ მომხდარა.

25 წის ფორვარდი ბოლოს თერჯოლის "საპოვნელაში" ასპარეზობდა და ამ წლის ზაფხულს სწორედ იქიდან გადავიდა თბილისურ კლუბში, რომელთანაც 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, თუმცა "საბურთალომ" ახლახან მასთან კონტრაქტი გაწყვიტა.

გარდამავალ საფეხბურთო ჩემპიონატს ბუხაიძე ტრავმით შეხვდა, რის გამოც 6 მატჩში "საბურთალოს" მაისურით სულ 61 წუთი ითამაშა და გოლი არ გაუტანია.
მკითხველის კომენტარები / 6 /
უკეთესი ვინ ყავდათ ან რატო გაუშვეს ბიჭშს თამაშიც არ უთამაშია , მე პირადად ამ ბიჭის ყველა თამაშI მაქვს ზესტაფონში ნანახი და ყველგამ გაიტანა და ძალიან მაგარი ფორვარდია, ძალიან დიდი დანაკლისო იქნება გუნდისთვის და დიდი შენაძენი სხვა კლუბისთვის, წარმატებები გიორგი ბუხაიძეს!
zestafan
11:33 03-01-2017
0
დაატრიალა ჭიაბრიშვილმა მაფია? მოიყვანს ეხლა თავის ხალხს და იმათ ათამაშებს თორე ამ ბიჭის გამოუყენლებობა როგორ შეიძლება .. საცოდავი ქართული ფეხბურთი, არ გვეშველება არაფერი . ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება მიიგღო საბურთალომ
გიული
12:00 03-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული