თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას ლიდერი "იაგელონია" ზამთრის შეკრებას თურქეთში გაივლის. თურქეთში გაემგზავრება თბილისის "დინამოც", რომელიც იქ რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გამართავს.

თბილისელთა მეტოქეები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც pilkanozna.pl იტყობინება, "იაგელონიას" ერთ-ერთი მეტოქე თურქულ შეკრებაზე სწორედ "დინამო" იქნება.

რამდენიმე დღის წინ სლოვაკური "ჟილინას" დირექტორმა დააანონსა, რომ კლუბი შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრებოდა, ამხანაგურ თამაშებთან დაკავშირებით კი მოლაპარაკებები რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობდა. ერთ-ერთ ასეთად სლოვაკური გუნდის დირექტორმა "დინამო" დაასახელა. ასე რომ, არაა გამორიცხული, "იაგელონიას" გარდა, "დინამო" "ჟილინასაც" დაუპირისპირდეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გუნდი შეივსო თითქმის უკვე მთლიანად აკადემიდან გადმოსული ფეხბურთელებით ვნახოთ რას შეძლებენ ეს ბიჭები ერთი სეზონი აქვთ რო დამტკიცონ
giorgi
12:59 04-01-2017
0
არა მგოინია მაგტ სასტავით რამე ღირერბული შექმნან, ვინც კარგი იყო ყველა გაყიდეს
ალეკსანდრე
13:21 03-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული