"მერანის" ხელმძღვანელები ძირითადი ბირთვის შენარჩუნებასა და კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავენ. მოთამაშეთა ნაწილთან კონტრაქტები უკვე გახანგრძლივდა, ნაწილიც თანამშრომლობის გაგრძელებაზე თანახმაა.
ჯერ გუნდიდან წასულებზე ვთქვათ: პირველია თავდამსხმელი ნიკა საბანაძე, რომელიც ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა.
ამის შემდეგ გუნდი კიდევ 4 წამყვან მოთამაშეს დაემშვიდობა: "მერანი" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს ივანე ხაბელაშვილმა და მეკარე დავით კუპატაძემ. თავდაპირველი შეთანხმების მიუხედავად, ვითარება შეიცვალა და გუნდი აკაკი წყაროზიამ და ზვიად ქანთარიამაც დატოვეს. ჯერჯერობით, ცნობილი მხოლოდ
მარტვილელებმა ტრანსფერების ნაწილი უკვე განახორციელეს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, "მერანის" პირველი ახალწვეული ვანო კურდღელაშვილია. "ვიტ ჯორჯიის" ყოფილი ფეხბურთელი 21 წლისაა. კურდღელაშვილი შემტევი ნახევარმცველია და 2014/15 წლების სეზონში თავის ამჟამინდელ კლუბს, უმაღლეს ლიგაში, "ვიტ ჯორჯიას" ფორმით დუბლიც შეუსრულა.
"მერანის" მეორე ახალწვეული დავით მაისაშვილია. ამ ფეხბურთელმა კარიერა თბილისის "მერანში", საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე დაიწყო და ამავე როლში ეხმარებოდა "ვიტ ჯორჯიას", მაგრამ ლანჩხუთის "გურიასა" და "რუსთავში", ბოლო წლებში კი უმაღლესი ლიგის "ცხინვალში" ცენტრალური მცველი გახლდათ. 27 წლის მაისაშვილმა "მერანთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა.
"მერანის" მმართველების თქმით, გუნდის გაძლიერებისა და ახალწვეულების დამატების პროცესი ამით არ დასრულებულა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"