საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ახალი სეზონისთვის სამზადისს 10 იანვრიდან დაიწყებს. ამის შემდეგ დინამოელები საქართველოში გასამართ საახალწლო ტურნირზე ითამაშებენ. ამის შემდეგ, 16 იანვარს, გამთენიისას გუნდი თურქეთში გაემგზავრება შეკრებაზე.
"დინამო" ქალაქ ლარაში, სასტუმრო "მირაკლში" დაბინავდება, 25 იანვარს კი ვიაჩესლავ გროზნის გუნდი სლოვაკურ "ჟილინას" დაუპირისპირდება. 28 იანვარს თბილისური გრანდის მეტოქე რუსული "ტომი" იქნება, 1-ელ თებერვალს მაკედონიურ "რაბოტნიჩკის" დაუპირისპირდება, ხოლო 4-ში რუსულ "ორენბურგთან" გაარკვევს ურთიერთობას.
"დინამო" სამშობლოში 5 თებერვალს დაბრუნდება და ერთ კვირაში მეორე თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"