თბილისის "დინამოს" მეტოქეები პირველ თურქულ შეკრებაზე ცნობილია

AutoSharing Option
გაირკვა თბილისის "დინამოს" პირველი თურქული შეკრების დეტალები.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ახალი სეზონისთვის სამზადისს 10 იანვრიდან დაიწყებს. ამის შემდეგ დინამოელები საქართველოში გასამართ საახალწლო ტურნირზე ითამაშებენ. ამის შემდეგ, 16 იანვარს, გამთენიისას გუნდი თურქეთში გაემგზავრება შეკრებაზე.

"დინამო" ქალაქ ლარაში, სასტუმრო "მირაკლში" დაბინავდება, 25 იანვარს კი ვიაჩესლავ გროზნის გუნდი სლოვაკურ "ჟილინას" დაუპირისპირდება. 28 იანვარს თბილისური გრანდის მეტოქე რუსული "ტომი" იქნება, 1-ელ თებერვალს მაკედონიურ "რაბოტნიჩკის" დაუპირისპირდება, ხოლო 4-ში რუსულ "ორენბურგთან" გაარკვევს ურთიერთობას.

"დინამო" სამშობლოში 5 თებერვალს დაბრუნდება და ერთ კვირაში მეორე თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ ეს ერთი ჩამოთვლილი გუნდები გრანდები არაა მაგრამ მაგათ ჩამოყავთ გასასინჯი ფეხბურთელები შეკრებაზე თანაც ფორმაში არ არიან ისეთები და ჩვენ რო ვეთამაშებით და ფრეს ან დაუშვათ თუ მოუგეთ მერე ნახე ჟურნალისტები რა დღეში იქნებიან,მოუგეთო და დავგლიჯეთო იტყვოან.მეტე ჩამოვლენ აქ და საქართველოს პირველობაზე შუქურას ან ფოთს ვერ მოუგებენ.
გოგა
17:04 07-01-2017
0
კარგი გუნდებია. გრანდებს ისედაც ვერ შევხვდებოდით, ამ ჩემპიონატში მოსამზადებლად იდეალურია. მეტი შეთამაშება და ეს ახალგაზრდული გუნდი ყველას აჩვენებს თავის ძალას. მჯერა ამ ახალგაზრდა ბიჭების
გურამი
18:06 06-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული