საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2017 წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმის ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება.

დუბაიში, უზბეკეთსა და იორდანიასთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში მთავარმა მწვრთნელმა ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებით დააკომპლექტა. მოგეხსენებათ, უახლოესი ორი ამხანაგური მატჩის თარიღი ფიფას ოფიციალურ კალენდარში არ არის შეტანილი და მთავარ მწვრთნელს ამ მატჩებში ძირითადად იმ მოთამაშეების გამოცდის შესაძლებლობა ექნება, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები შანსი ეძლევათ.

საქართველოს ნაკრები დუბაიში 21 იანვარს გაემგზავრება. 23 იანვარს, ვლადიმის ვაისის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი უზბეკეთის
ნაკრებს შეხვდება. 25 იანვარს კი საქართველოს ნაკრების მეტოქე იორდანია იქნება.

მეკარეები: როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), ოთო გოშაძე ("საბურთალო", თბილისი).
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი ("ჩიხურა", საჩხერე) თედორე გრიგალაშვილი ("საბურთალო", თბილისი), დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე ("ტორპედო", ქუთაისი).
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), გიორგი განუგრავა ("ჩიხურა", საჩხერე), ოლეგ მამასახლისი ("ტორპედო", ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო", თბილისი), ბექა ტუღუში ("ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი).
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედია", სამტრედია).

წყარო: GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 43 /
გრიგალაშვილი იყო გამოსაძახებელი ლობჯანიდძე და მჩედლიშვილი არაააა???
gff
14 იანვარი 2017 00:43
0
რატქმაუნდა სჰნსი უნდა მიეცეს ჰემპიომნატსჰი მოტამასჰე ბიჯებს ისე ხო რასმბობტ ვინც აქამდე იყო რაა ლორია მოტამასჰე რო გონიატ ლობჯანიდზე ნავალოვსკი მჯედლიდზე კანკავარაგაკეტეს ესენი უფრო მოინდომებენ სოფლელებს სჰურაწყოას ნუაყენებტ ტ ტტტტტ
gegma
13 იანვარი 2017 16:32
0
ეს საქართველოს უპირველესი ნაკრებია თუ მოყვარულთა ნაკრები ? სად შეყარეს ეს სოფლის გუნდი, ? ჩვენ კიდევ სირცხვილი გვინდააა???
ვაი ვაი
13 იანვარი 2017 12:17
0
დაიმახსოვრეთ ბუდუ აუცილებლად გაიტანს.მიაწექი ჩვენ გვჯერა შენი ბუდუ.
მამუკა
13 იანვარი 2017 11:38
0
dvalishvili pokers sheasrulebs orive tamazhhi.fuiiiiiii raaaaa
beso
13 იანვარი 2017 11:30
0
არ დაგეკარგოს დვალიშვილი არსად რო წავა ბარსაშიე ხლა გაგიყოლებს :)))) არც ცხვენია ტო ისე რო იძახებენ და მანაც რო მოდის:))))
ნიკოს
13 იანვარი 2017 10:20
0
ფიფას კალენდარში არ ჯდება მარა რეიტინგზე ხო აისახება?
Irakli apkhaidze
13 იანვარი 2017 10:19
0
გაუმარჯოს დვალიშვილს. კარგი თავდამსხმელია საქართველოს დონეზე. ნუ აკრიტიკებთ ამდენს.
ქართველი
13 იანვარი 2017 10:14
0
ზურა-ს სხვა თავდამსხმელები ხომ გლიჯავენ რა? მჭედლიძეს რამდენი აქვს გატანილი ხომ არ იცი? მე ვიცი. 2007 წლიდან მაკრებშია და 27 თამაშში 3 გოლი მხოლოდ. ლადოს უფრო მეტი,34 თამაშში(და არა 38-ში) 5 აქვს გატანილი. ასე რომ.... სუსკაც რა!!!!
ნიკო
13 იანვარი 2017 09:50
0
ზურა-ს. არ გეგონოს, რომ დვალიშვილის უშუალო გულშემატკივარი ვარ (საერთოდ ყველას ვგულშემატკივრობ), მაგრამ შენი "მოსაზრება" აბსოლიტურად ალოგიკურია. ჯერ ერთი საქართველოს არა აქვს არჩევანი თავდამსხმელებისა, რადგან ასეთი დეფიციტი, როგორიც ახლაა, არასოდეს ყოფილა. მეორეც, თუ ფეხბურთელს იწვევენ, რა უნდა მოიმოქმედოს? უარი თქვას? კარგით რა!!!! გარდა ამისა, აქ ზოგიერთები წუწუნებენ ტელეტრანსლაციის მოთხოვნით. რა დიდი მნიშვნელობის ეს თამაშებია, რომ ასე კატეგორიულად მოითხოვო მისი ტრანსლირება და ფულის ფუჭად ხარჯვა? ეს ხომ საწვრთნელო შეხვედრებია, რომელიც არ შედის ფიფას მიერ დადგენილ თავისუფალ დღეების ამხანაგურ თამაშებში. თუ ფრაგმენტებს აჩვენებენ, კიდე ხო!!
zaza
13 იანვარი 2017 09:44
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული