საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა

AutoSharing Option
12 იანვარს ფიფას ახალი სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ნაკრებმა რეგრესი განიცადა. თუ წინა თვეში "ჯვაროსნებს" 118-ე ადგილი ეკავათ, ახალ რეიტინგში ისინი სამი პოზიციით დაქვეითდნენ და 281 ქულით 121-ე ადგილზე არიან.

აღსანიშნავია, რომ 22 დეკემბრიდან დღემდე ვლადიმირ ვაისის შეგირდებს ერთი მატჩიც არ ჩაუტარებიათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 23 და 25 იანვარს, შესაბამისად, უზბეკეთსა და იორდანიას შეხვდება.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის ცნობილია

კვლავ უცვლელია პირველი ათეული, რომელსაც არგენტინის ნაკრები ლიდერობს.

აქვე გთავაზობთ ფიფას რეიტინგის პირველ ათეულს და მსოფლიოს ჩემპიონატის
შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა მდგომარეობას.

1. არგენტინა - 1634 ქულა
2. ბრაზილია - 1544
3. გერმანია - 1433
4. ჩილე - 1404
5. ბელგია - 1368
6. კოლუმბია - 1345
7. საფრანგეთი - 1305
8. პორტუგალია - 1229
9. ურუგვაი - 1187
10. ესპანეთი - 1166

12.უელსი - 1121
23. ირლანდია 858
31. ავსტრია - 773
45. სერბეთი - 647
164 მოლდოვა -138
მკითხველის კომენტარები / 9 /
რა ვიცი ვის რატომ არ მოსწონს სიმართლე, მაგრამ როგორც ქართული ფეხბურთია ნოლს ქვევით, ასევე ფეხბურთის კომენტირებაც; ეს ერთმანეთთან იმითაა დაკავშირებული, რომ ორივეგან არაკვალიფიციური ადამიანები მოღვაწეობენ
რატომ გვიყვარს ნბა–ს მატჩების ყურება? იმიტომ რომ გურასპაული, თალაკვაძე, ივანიშვილი (არა ბიძინა) და სხვებიც კვალიფიციურები არიან!
წიწაკა მწარეა, მაგრამ სასარგებლო!
14 იანვარი 2017 09:35
0
საქართველო ჩვეულებრივი კარის მოვალეობას ასრულებს რეიტინგში. "მიდის მოდის და მაინც იქვე დგას"
..........
13 იანვარი 2017 14:34
0
კომენტატორების ბრალი ნამდვილად არ არის მაგრამ ამათი მოსმენა იმდენად დამღლელია რომ საერთოდ ხმას ვთიშავ ხოლმე.დაძაბული მომენტია და ესენი ვიღაც მეორეხარისხოვან ფეხბურთელზე ყვებიან უინტერესო ამბებს,ან მსაჯების გადაწყვეტილებებს არჩევენ. თან ფეხბურთიც წესიერად არ იციან.მოკლედ ფეხბურთის ყურება შემაჯავრეს.
-+ სი მართალია
13 იანვარი 2017 14:09
0
არა, რაც ალხანა ის ჩალხანა. რაც ფეხბურთია ისაა კომენტატორებიც
_+*
13 იანვარი 2017 13:41
0
_+*-ს. გეფიცებით, გასკდა გული!!!!!!!! რა მაგარი აზროვნების ვართ ქართველები!!! მოკლედ არც კი ვიცი რა კომენტარი გავაკეთო თქვენს "მოსაზრებაზე". თქვენი ჭკუით გამოდის, რომ ნაკრების ნაჩვენები შედეგი, ფეხბურთის კომენტატორების ბრალი ყოფილა ხომ??. ნეტავ მასე იყოს და თქვენს პირს შაქარი. მოკლედ სასაცილოდ ჟღერს ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს. კოტე მახარაძე უნდა გავაცოცხლოთ აუცილებლად და ჩვენი ნაკრების გაცოცხლდება. მოკლედ....
giga
13 იანვარი 2017 12:00
0
ბავშვებს შეხედეთ ფეხბურთელების წინ და ყველაფერი ნათელი გახდება:( ამ ქვეყანაში ისე როგორც ბევრ რამეს ფეხბურთსაც არ აქვს პერსპექტივა!
კოლი
13 იანვარი 2017 11:52
0
ნუ პროფესორობთ რა
xorxe
13 იანვარი 2017 11:43
0
სამწუხაროდ, ამას უკვე ნაკრები აღარ ქვია.. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, თითქმის ყველას ზედმეტი წონის პრობლემა აქვს, აქ კი ყველაფერს წერტილი ესმება.
giorgi
13 იანვარი 2017 11:09
0
სასაცილო რაა იცით? ჩვენ გვყავს 2 ძალიან კარგი და არაერთი კარგი საკალათბურთო კომენტატორი; რაგბიშიც გვყავს მინიმუმ 2 კარგი კომენტატორი
ფეხბურთში? თავი დავანებოთ იმას, ჩვენს კარში გატანილ ბურთს რომ გვაზეიმებდნენ; ორს მიჰყავს რეპორტაჟი – ერთი ამბობს "მაშერანო" მეორე "მასკერანო". გაუთავებელი: განახორციელა დარტყმა, განახორციელა პასი... არა ლექსიკური მარაგი, არა ფეხბურთის რაობის ცოდნა (ინტერნეტში ამოკითხული სტატისტიკა არ კმარა
_+*
13 იანვარი 2017 10:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული