საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის სადებიუტო მატჩებისთვის მზადება დღეს ოფიციალურად დაიწყო.

ვლადიმირ ვაისის გუნდი დუბაიში გამგზავრებამდე თბილისში შეიკრიბება და სასტუმრო "ბომონდ გარდენში" იცხოვრებს. საწვრთნელი პროცესი დედაქალაქში 16 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ვლადიმირ ვაისმა უზბეკეთთან და იორდანიასთან მატჩებისთვის შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდს ბელგიის "გენტის" წევრი ჯიმი ტაბიძეც შეუერთდა.

საქართველოს ნაკრების 22-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), ოთო გოშაძე ("საბურთალო", თბილისი)
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი ("ჩიხურა", საჩხერე) თედორე გრიგალაშვილი ("საბურთალო", თბილისი), დავით
ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი",ლატვია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე ("გენტი", ბელგია)
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), გიორგი განუგრავა ("ჩიხურა", საჩხერე), ოლეგ მამასახლისი ("ტორპედო", ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო",თბილისი), ბექა ტუღუში ("ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედია", სამტრედია)

თბილისში მოსამზადებელ ეტაპს 20 ფეხბურთელი გაივლის, ვლადიმერ დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე კი ნაკრებს დუბაიში შეუერთდებიან. საქართველოს ნაკრები დუბაიში 21 იანვარს გაემგზავრება. 23 იანვარს ვლადიმის ვაისის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი უზბეკეთის ნაკრებს შეხვდება. 25 იანვარს კი საქართველოს ნაკრების მეტოქე იორდანია იქნება.

gff.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჭიაბერ ჭეჭელაშვილი ერთერთი ძლიერი ნახევარმცველია საქართველოს ჩემპიონატში
salo
17 იანვარი 2017 08:52
0
მანც არ მესმის დვალიშვილს ნამკრებში რა უნდა. ეს თამაშები თითქოს ახალი ფეხბურთელების გასასინჯად და ახალგაზრდების სანახავად უნდა ყოფილიყო. რა აზრი აქვს დვალიშვილ, მანდ რომც გაიტნოს, არანერი!
niko
16 იანვარი 2017 18:25
0
მარტლა სულელებივარტ რო რაგბისტებს სჰოტლანდიასტან გამარჯვებას ვტხოვტ და ამატ იორდანიასტან სჰერცხვენა გველოდება და მაინც ტრანსლაციას იტხოვს ზოგიერტი მერე რო საპოჯნიკივიტ იგინო სხვა რა ხეირიააა.
bajo
16 იანვარი 2017 16:38
0
პირდაპირი ეთერი თორე ესენიც არ იყვნენ ზვეზდები. ამ ნაკრებმა მაქსიმუმ ჩემი სოფლის გუნდს თუ მოუგოს... თამაშის მერე კომენტარები იქნება ნუ იტყვი ;)
ქომაგი
16 იანვარი 2017 15:43
0
"არ მიიღება არანაირი მიზეზი"-ო ამბობს მავანი. თუ არ მიიღება, მერე რა რო!!!! ერთ ადგილზე არავის დააჭრა ხახვი!!! ვის რაში აინტერესებს ამ საწვრთნელი თამაშების ხილვა. ინტერნეტში კიდე შეიძლება ნახო კაცმა. ისიც.... ტრანცლაციაზე ფულის დახარჯვა კი, დიდი სისულელე იქნებოდა. ან რა უნდა ნახო რო!!!
slavik
16 იანვარი 2017 15:41
0
დათო-ს. ეს დათო, დათო, შენ გაგიჩნდა CRACI. რა მოძრავი ავტობუსი, რის რაგბთან შედარება (ფიფას ამხანაგური თამაშების გრაფაშიც არ ზის ეს შეხვედრები..)!!! რა აზროვნებაა! მოკლედ...
Caro
16 იანვარი 2017 15:38
0
თუ არ გადმოცემენ, უკეთესია. იმიტომ რომ, როცა გადმოცემენ, ვერ ვითმენ რომ არ ვნახო. ვუყურებ და ცუდად ვხდები ამათი უსუსურობით.
ara
16 იანვარი 2017 15:25
0
ორივე თამაში ჩვენი დროით 15:00 საათზეა.
იმედია რომელიმე ტელეკომპანია აჩვენებს, თუ არადა წავიდე კახური მოკითხვები.

თუ არაბები არ აჩვენებენ მაშინ მოძრავი სატელიტური ავტობუსით უნდა გადაბარგდნენ და გადმოსცენ. იყო პრეცედენტი თურქეთიდან რაგბის გადმოცემის დროს და ეხლა მოიფხანონ ერთი ადგილი და უფრო შორს არაბეთში წავიდნენ მოძრავი აპარატით.

ვერ გადმოვეცით იმიტომ რომ..................................................................... არ მიიღება არანაირი მიზეზი
დათო
16 იანვარი 2017 14:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული