საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ამჯერად თბილისში ჩაატარებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე წელს მესამე ამხანაგური მატჩი თბილისში დაგეგმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ლატვიის ფედერაციას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ორი ქვეყნის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს თბილისში დაუპირისპირდებიან.

საქართველოსა და ლატვიის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 28 მარტს გაიმართება. ლატვიასთან ამხანაგურ შეხვედრამდე ვლადიმირ ვაისის გუნდი "დინამო არენაზე", მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 24 მარტს სერბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს ქართველი ფეხბურთელები უზბეკეთს დაუპირისპირდებიან, 25 იანვარს კი ჩვენი გუნდი იორდანიის წინააღმდეგ ითამაშებს. ორივე ამხანაგური მატჩი დუბაიში გაიმართება.

მომზადებულია
gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს თYამაში არაფრის მომცემი არ არის, სერბეთთან შეხვედრამდე უნდა ეთამაშათ ერთი საკონტროლო მატჩი, გუნდის მოსამზადებლად.
gulSematkivari
24 იანვარი 2017 10:33
0
24 და 28-აა უაფას გამოყოფილი კალენდარული დღეები და თან 28-ში არც ლატვიას აქვს ოფიციალური თამაში და არც ჩვენ. და აბა როდის უნდა მოხერხებულიყო ამთამაშის ჩატარება? თუ კიდევ არაკალენდარულ დღეს უნდა ჩაეტარებინათ ეს თამაში მესამე შემადგენლობით?
romandro
21 იანვარი 2017 14:22
0
და ლატვიელებს არ ეკითხები შეეძლო თუარა მანამდე თამაში შენთან ეს დალოცვილი ხოუნდა შეხედო მედლის მეორე მხარესაც და კიდე რა შუაშია ზესტაფონი და ნაკრები ერთმანეთთან ან კობის სინდისი.ისე ეს ის ლატვია ხოარაა ერთიმეორეზე რო დააგდო ბეჭებზე საბერძნეთი და ნორვეგია პლეიოფში მოუგო თურქებს და ფრე ეთამაშა ევროპაზე გერმანიას.ხო კიდე ორჯერ მოგიგო სახლში და გასვლაზე ოფიციალური თამაში.
qutaiseli
21 იანვარი 2017 09:35
0
კობიაშვილო
იქონიე კაცობა და სინდისი, შეასრულე მაყურებლთა თხოვნა და 29 იანვარს შეახვედრე ერთმანეთს ჩემპიონი "სამტრედია" და საქართველოს ნაკრები.
Jango
20 იანვარი 2017 22:45
0
რა აზრი აქვს სერბების შემდეგ ლატვიის დონის გუნდთან თამაშს?
ალეკსანდრე
20 იანვარი 2017 20:01
0
სანამ სერბებს შეხვდებოდნენ მანამდე მაინც შეხვედროდნენ ლატვიას....ფეხბურთის ფედერაციაში რაზე ფიქრობენ??
არტაგი
20 იანვარი 2017 19:12
0
მშვენიერი!
Irakli apkhaidze
20 იანვარი 2017 18:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული