საქართველოს ნაკრებმა თბილისში შეკრება დაასრულა და გეზი დუბაისკენ აიღო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საწვრთნელი შეკრება თბილისის "დინამოს" საწვრთნელ ბაზაზე დაასრულა და დღეს, 21 იანვარს დუბაიში მიემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრები დუბაიში 23 იანვარს უზბეკეთს დაუპირისპირდება, 25-ში კი იორდანიას.

თბილისში შეკრებაზე მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში 20 ფეხბურთელი იყო, გუნდს ორი წევრი: ვლადიმერ დვალიშვილი და უჩა ლობჟანიძე კი დუბაიში შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), ოთო გოშაძე ("საბურთალო", თბილისი)

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი ("ჩიხურა", საჩხერე) დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი
("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი",ლატვია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე ("გენტი", ბელგია)

ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), გიორგი განუგრავა ("ჩიხურა", საჩხერე), ოლეგ მამასახლისი ("ტორპედო", ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო" თბილისი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო",თბილისი), ბექა ტუღუში ("ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი) ლაშა პარუნაშვილი ("დინამო",თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედია", სამტრედია).
მკითხველის კომენტარები / 5 /
დვალიშვილი არ დაგეკარგოთ.ფორვარდი რომ წელიწადში 2 გოლს გაიტანს,ის გუნდში არაა გასაჩერებელი...
status quo
21 იანვარი 2017 14:47
0
რა გახდა ეს დვალიშვილი, ქურდად ზის ნაკრებში, თუ რა დოზანაა?!
zurab
21 იანვარი 2017 13:50
0
აბა რას ამბობ. დუბაიში დვალიშვილი ნამყოფი არ არის. ახალგაზრდებს კი ეს ბედნიერება წინ აქვთ. ჩავლებ ბიჭები დაათვალიერებენ, დაისვენებენ, უზბეკებს და იორდანიელებს გაახარებენ(ჩვენ ხომ ტოლერანტები ვართ) და წამოვლენ უკან. ამ უცნობმა ახალგაზრდამ შემთხვევით გოლი რომ გაიტანოს მერე რას შვები? რა პასუხს გაცემ უზბეკებს და იორდანელებს? ხომ მოგვეჭრა თავი.
llcl-ს
21 იანვარი 2017 12:40
0
ეს დვალიშვილი ახალკაცის ნათესავიცაა, არველაძეების, დომენტასიც და კობიაშვილის თუ რა ხდება, რა მარაზმია, ვიღაც სხვა, ახალგაზრდა წაგეყვანათ, თუ მისგან არაფერი გამოვიდოდა, დუბაის მაინც ნახავდა და მადლობელი იქნებოდა. ეგ ფედერაცია-მთავარი მწვრთნელი ხო, მაგრამ ლადიკო, თვითონ მაინც გეყოს ნამუსი, ან კომენტარები წაიკითხე ხოლმე გულშემატკივრის და წადი ნაკრებიდან, გულით გისურვებ წარმატებას კლუბში და პირად ცხოვრებაში, ოღონდ ნაკრებიდან წადი!
llcl
21 იანვარი 2017 11:43
0
აკაკი სჰულაია რატო არ მიყავტ ვინ იცის,მარტვილი არარი ცვეტსჰი ალბატ.
ბაჯო
21 იანვარი 2017 11:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული