საქართველოს ნაკრები დუბაიში გამართულ ამხანაგურ მატჩში უზბეკეთს დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 იანვარს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დუბაიში შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი უზბეკეთის ნაკრებთან ჩაატარა და ფრეს დასჯერდა 2:2.

THE SEVENS STADIUM-ზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში უზბეკებმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა 69-ე წუთზე თეიმურაზ შონიას გოლით გაათანაბრეს, 77-ზე კი საბა ლობჟანიძემ საქართველოს ნაკრები დააწინაურა კიდეც. თუმცა, სამწუხაროდ, აქედან ერთ წუთში უზბეკებმა კვლავ შეძლეს როინ კვასხვაძის კარის აღება.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა - ფრე 2:2.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:

როინ კვასხვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძე
(82, გიორგი ხარაიშვილი), ბაჩანა არაბული (57, ლაშა პარუნაშვილი), ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი (89, გიორგი პაპუნაშვილი), ბექა ტუღუში (70, ლადო დვალიშვილი), ლაშა შერგელაშვილი (89, ჯიმი ტაბიძე), გიორგი რეხვიაშვილი, თეიმურაზ შონია (83, ოლეგ მამასახლისი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დუბაიში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას იორდანიის ეროვნულ გუნდთან, 25 იანვარს ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 26 /
საქარტველოს 3ნაკრებმა აზის დლერ ნაკრებტან ნიჩია ეტამაშა მიხცევატ უნდა ჩავთვალოტ
ramazi
23 იანვარი 2017 19:16
0
shonia igrok, sxvebi damtkrivdit da gadaaghargalet ra))))
data
23 იანვარი 2017 19:13
0
ეს მართლაც დიდი მიღწევაა საქ.ნაკრებისთვის. ბრავო!
mumu
23 იანვარი 2017 19:07
0
არ გაემტყუნებათ, პირველად ითამაშეს ამ შემადგენლობით,ისე ფეხბურთის თამაში არ სცოდნიათ
vaxvax
23 იანვარი 2017 19:05
0
მე მომეწონა
Tb
23 იანვარი 2017 18:57
0
ეხლა გამოვა ვაისი პრესკონფერენციაზე და ამ შედეგს დადებითად შეაფასებს!))))
svan
23 იანვარი 2017 18:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული