საქართველოს ნაკრები დუბაიში გამართულ ამხანაგურ მატჩში უზბეკეთს დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 იანვარს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დუბაიში შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი უზბეკეთის ნაკრებთან ჩაატარა და ფრეს დასჯერდა 2:2.

THE SEVENS STADIUM-ზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში უზბეკებმა პირველი ტაიმის მიწურულს გახსნეს. ვლადიმირ ვაისის შეგირდებმა 69-ე წუთზე თეიმურაზ შონიას გოლით გაათანაბრეს, 77-ზე კი საბა ლობჟანიძემ საქართველოს ნაკრები დააწინაურა კიდეც. თუმცა, სამწუხაროდ, აქედან ერთ წუთში უზბეკებმა კვლავ შეძლეს როინ კვასხვაძის კარის აღება.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა - ფრე 2:2.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა:

როინ კვასხვაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძე
(82, გიორგი ხარაიშვილი), ბაჩანა არაბული (57, ლაშა პარუნაშვილი), ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კიტეიშვილი (89, გიორგი პაპუნაშვილი), ბექა ტუღუში (70, ლადო დვალიშვილი), ლაშა შერგელაშვილი (89, ჯიმი ტაბიძე), გიორგი რეხვიაშვილი, თეიმურაზ შონია (83, ოლეგ მამასახლისი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები დუბაიში კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას იორდანიის ეროვნულ გუნდთან, 25 იანვარს ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 26 /
კი მაგრამ, ერთი სული მაინც არ გაყვა გუნდს, ნორმალური ხარისხის ვიდეოს რომ გადაიღებდა?
giorgi
09:35 24-01-2017
0
ამ უვარგის თამაშსი ვინმე როგორ მოგეწონათ. არც ერთს უნდოდა მოგება და არც მეორეს. ნაგავი თამაში იყო. იორდანია უფრო შემტევ ფეხბურთს გვეთამაშება, თანაც არაბები უქომაგებენ. აი იქ შეიძლება გამოჩნდეს თეთრი და შავი.
haha
09:21 24-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული