შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა 23 იანვარს, უზბეკეთის ნაკრებთან ჩაატარა (2:2).
- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]
საქართველოს ნაკრებმა იორდანიასთან მატჩის წინ ბოლო ვარჯიში 24 იანვარს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ფეხბურთის ასოციაციის სტადიონზე ჩაატარა, სადაც დღეს შეხვედრა ჩატარდება. ფეხბურთელებმა, რომლებიც უზბეკეთთან თამაშში მონაწილეობდნენ, საწვრთნელი პროცესის
საქართველოს ნაკრები ისტორიაში მეორედ ეთამაშება იორდანიის ნაკრებს. პირველად ამ ნაკრებების ამხანაგური დაპირისპირება 2005 წლის 16 ნოემბერს თბილისში, "მიხეილ მესხზე" შედგა და მაშინ საქართველოს ნაკრებმა მეტოქე გიორგი დემეტრაძისა (2) და შოთა არველაძის გოლებით, ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
- ჩვენ და აზიელები: აქაც ნეგატივი
ჩვენ არ ვართ დუბაიში და, შესაბამისად, არ ვიცით, რა ხდება ნაკრების ვარჯიშებზე. დიდი ალბათობით, ვლადიმირ ვაისი თავის გამოჩენის შანსს მისცემს იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც ცოტა ითამაშეს უზბეკეთთან, ან საერთოდ არ უთამაშიათ. თუმცა არა გვგონია, ვაისმა კარდინალურ ცვლილებებს მიმართოს.
კიდევ ერთხელ უნდა დავწეროთ: დღეს საქართველოს ნაკრებისთვის, რა სტატუსისაც უნდა იყოს მატჩი, შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია.
იორდანიის ნაკრები - კერკეტი კაკალი
იორდანიის ნაკრები ახლაც, აბდულა მესფერის ხელმძღვანელობით, და ადრეც, "კერკეტი კაკალი" იყო. ოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე იორდანია დაახლოებით ისეთივე ძალა უნდა იყოს, როგორიც იყო შერეული შემადგენლობით მოთამაშე უზბეკეთი.იორდანიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე ცნობილი ფიგურა 31 წლის ტაჰერ ბავაბია. არადა, ამ დროისთვის ის უკლუბოდაა და იმედოვნებს, რომ მალე იპოვის ახალ ნავსაყუდელს. ბავაბს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. მისი საფეხბურთო კარიერა ესპანეთში, "რეალის" მესამე გუნდში დაიწყო, ამის შემდეგ დაწინაურდა "კასტილიაში" და... მერე გადაბარგდა "ბარსელონაში". რა თქმა უნდა, იორდანიელს კატალონიური გრანდის ძირითადში არც ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია, მაგრამ "ბარსას" მეორე გუნდში 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო.
"ბარსელონას" შემდეგ ბავაბი კატალონიაშივე, "ოსპიტალეტში" გადავიდა. ამას მოჰყვა წარუმატებელი ოდისეა ორ, არაფრისმთქმელ ესპანურ კლუბში, რის შემდეგაც ბავაბი რუმინეთში წავიდა სათამაშოდ, სადაც "გლორიათი" დაიწყო და იქაური ფეხბურთის გრანდ "სტიაუაშიც" ითამაშა.
დაცვითი ფეხბურთი და კონტრშეტევები - ასე თამაშობს ძირითადად ჩვენი მომავალი მეტოქე. ვნახოთ, რას დაუპირისპირებს ვაისი მესფერის არგუმენტებს.
საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), ოთო გოშაძე ("საბურთალო", თბილისი)
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი ("ჩიხურა", საჩხერე) დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ჯიმი ტაბიძე ("გენტი", ბელგია)
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), გიორგი განუგრავა ("ჩიხურა", საჩხერე), ოლეგ მამასახლისი ("ტორპედო", ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო", თბილისი), ბექა ტუღუში ("ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი), ლაშა პარუნაშვილი ("დინამო", თბილისი)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედია", სამტრედია).
სადღაც 120-ის ზევით მყოფ ნაკრებს მაგის თავი სად აქვს. ისე, ინფორმაციისთვის, დანიამ ფეხბურთი ლეგიონერების ხარჯზე აქაჩა. თავისი ლეგიონერების კლასით. სიმონსენი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ოღონდ ითამაშონ ჩვენებმა და მაგას ჩივიხარ?
ეს უნდა გახდეს სამუდამო ფორმულა საქართველოს ნაკრების. მაშინ ჩემპიონატის დონეც აიწევს და საქართველოს ნაკრებიც უფრო ძლიერი და სტაბილური იქნება.
თამაშს განმეორებით ვუყურე, დავაკვირდი ბევრ რამეს და არაბული უფრო დაჩაგრული გამოჩნდა ვიდრე ზივზივაძე, ბუდუ მაინც მოწოდების დოენზე იყო,არაბულს კი უფრო კეტავდნენ.
იმედია დღეს თუ ათამაშებენ ამათ,თავს გამოიჩენენ რეალურად ბიჭები.