გიორგი რეხვიაშვილი: ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და უკეთესადაც შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში დაბრუნებულმა თბილისის "ლოკომოტივის" მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა უზბეკეთთან თამაშის შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

23 იანვარს, დუბაიში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრები უზბეკეთს დაუზავდა - 2:2.

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

"მოხარული ვარ, რომ ისევ მომეცა შანსი ნაკრებში მეთამაშა. რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, ძლიერი მეტოქე იყო. ამ გუნდმა პირველი შეხვედრა ჩაატარა, შეთამაშებულებიც კი არ ვიყავით.

ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და უკეთესადაც შეგვიძლია. ხვალ ერთხელ კიდევ შევეცდებით, რომ გამოვავლინოთ ის ძალა, რაც ამ ნაკრებს შესწევს".

საქართველოს ნაკრები დუბაიში მეორე ამხანაგურ შეხვედრას დღეს, 25 იანვარს, იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვასილ შენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ მთელი ენ-ბი-ეი(თანაც ყველაზე მაგრები) არასპორტულ ვიდზე დგას და ტერორისტებს გვანან. რამეს რომ წერთ ხოლმე ტვინს რატომ არ აყოლებთ.
T b i l i s i
25 იანვარი 2017 17:36
0
რაღა გეშველება ეხლა ბიჭო, დაგიწუნა თენგოიამ.
მესი - ს
25 იანვარი 2017 17:10
0
ისემაინც არ დაკვირებულხართ?რა მოწესრიგებულად გამოდიან სხვა ქვეყნის ნაკრებები,გერმანია,ინგლისი,ესპანეთი და კიდევ მრვალი მსფლიო დონის ნაკრებები თითო ოროლა ფეხბურთელების გარდა.
სოსო
25 იანვარი 2017 15:29
0
მესი!ეს კომენტარები შენისთანა ჭ-კლასის ფეხბურთელებს არ ეხება ,არამედ ვინც საქართველოს ღირსებას იცავენ და წარმოადგენენ ქართველ ერს მსოფლიო მაშტაბით.ასე რომ შენ არ ინერვიულო.
თენგო
25 იანვარი 2017 15:12
0
შეიძლება ჩემი საქმე არაა,მაგრამ მშვენიერი ახალგაზრდა ბიჭები ხართ და თავს რატომ იმახინჯებთ,გაიპარსეთ ეს წვერები,და მოწესრიგებულები გამოდით მოედანზე.თორემ ჩვენი ნაკრების შემხედვარე გეგონება საქართველოს კი არა ვაჰაბისტების ნაკრებია მოედანზე.ეს ეხება ყველას კანკავასგან დაწყებული ვინც ნაკრების ღირსებას იცავენ.
თენგო
25 იანვარი 2017 14:12
0
ეს ძაან "ექსპერტები" რომ არ არსებობდნენ რა გვეშველებოდა ჩვენ საწყალ ფეხბურთელებს. მორჩა, წავედი წვერი უნდა გავიპარსო....
მ ე ს ი
25 იანვარი 2017 13:35
0
გაიპარსეთ ეგ წვერი და შეიჩერით ქოჩორი, არასპოტული ვიდები რო გაქვთ, იმენა ტერორისტების სასტავი ხართ რა D:D :D, გზაზე ქართველ ფეხბურთელს რო შეხვდე შეიძლება, დამლოცე მამაო, შემინდე, მომიტევე და შემთხვევით ასეთები დაუწყო.../:D :D :D ეს ხუმრობით, თქვენ ოღონდ მოიგეთ და როგორც გისწორდებათ ისე იარეთ..:D
Vasili
25 იანვარი 2017 12:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული