გიორგი რეხვიაშვილი: ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და უკეთესადაც შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში დაბრუნებულმა თბილისის "ლოკომოტივის" მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა უზბეკეთთან თამაშის შემდეგ სფფ-ის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

23 იანვარს, დუბაიში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე საქართველოს ნაკრები უზბეკეთს დაუზავდა - 2:2.

- საქართველო-უზბეკეთი 2:2 - შორსმიმავალი დასკვნების გარეშე [VIDEO+PHOTO]

"მოხარული ვარ, რომ ისევ მომეცა შანსი ნაკრებში მეთამაშა. რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, ძლიერი მეტოქე იყო. ამ გუნდმა პირველი შეხვედრა ჩაატარა, შეთამაშებულებიც კი არ ვიყავით.

ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და უკეთესადაც შეგვიძლია. ხვალ ერთხელ კიდევ შევეცდებით, რომ გამოვავლინოთ ის ძალა, რაც ამ ნაკრებს შესწევს".

საქართველოს ნაკრები დუბაიში მეორე ამხანაგურ შეხვედრას დღეს, 25 იანვარს, იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვასილ შენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ მთელი ენ-ბი-ეი(თანაც ყველაზე მაგრები) არასპორტულ ვიდზე დგას და ტერორისტებს გვანან. რამეს რომ წერთ ხოლმე ტვინს რატომ არ აყოლებთ.
T b i l i s i
17:36 25-01-2017
0
რაღა გეშველება ეხლა ბიჭო, დაგიწუნა თენგოიამ.
მესი - ს
17:10 25-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული