ვაისი: ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ შეასრულეს მათი ვალდებულებები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, იორდანიასთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დუბაიში იორდანიასთან ამხანაგურ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

- იორდანიამ საქართველოსთან 9-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა

"ჩვენ დუბაიში იმისთვის ჩამოვედით, რომ ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ, თავის წარმოჩენის საშუალება ჰქონოდათ, გახსნილიყვნენ და ეჩვენებინათ მათი თამაშის ხარისხი.

ფრე ვითამაშეთ უზბეკეთთან, სამწუხაროდ, დღეს იორდანიის პირველ ნაკრებთან წავაგეთ. თამაში არც ისე მარტივი იყო, თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა, ჩვენ ორი კარგი მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ
გამოვიყენეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მათ გაიტანეს. მომენტალურად თამაშის შემდეგ დასკვნების გამოტანა რთულია.

ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ შეასრულეს მათი ვალდებულებები. რა თქმა უნდა, ხარისხი სხვა საკითხია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი მოედანზე უქმად იყო. პირიქით, ყველა ცდილობდა, კარგად ვარჯიშობდნენ და რაც ყველაზე მთავარია, გვაინტერესებდა, გაიხსნებოდა თუ არა რომელიმე ეროვნული ნაკრებისთვის. ამ შეკრებაზე 2-3 პოტენციურმა ახალმა მოთამაშემ წარმოაჩინა თავი, ამიტომ სერბეთთან შეხვედრისთვის შეკრებაზე ამ ფეხბურთელებიდან ორი აუცილებლად იქნება.

ბუნებრივია, წაგებით კმაყოფილი მწვრთნელი არ არსებობს, მაგრამ კმაყოფილი ვარ შეკრებით, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა,რომ ერთი კვირა ერთად გვემუშავა", - ციტირებს ვაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 22 /
2 დღეში 2 თამაშს ფიზიკურად ვერ გაქაჩავდნენ ჩვენი ჩემპიონატის ფეხბურთელები,ვერც გაქაჩეს.დაეგეგმათ ეს თამაში ერთი დღით გვიან...მაგრად ტეხავს იორდანიასთან წაგება.იორდანია.მერამდენე სირცხვილი.
gocha
26 იანვარი 2017 11:00
0
იორდანიის და ბანგლადეშის ნაკრებს კაი ეზოს, უბნის ბიჭები მოუგებენ 10დან 10ჯერ. კმაყოფილი რო ხარ წაგებით, სირცხვილი არაა? და მილიონები ამათში იხარჯება?
საბა
26 იანვარი 2017 10:58
0
ამ ვაი-სმა მგონი რაგაც ახალი მოსაწევი ჩამოუტანა და თვითონაც მაგრად ბოლდება თორემ მაგ შედეგით კმაყოფილი ნამდვილად არ უნდა იყოს. რას ეწევით ამისთანას ბიჭოოოო
mumu
26 იანვარი 2017 10:33
0
თუ შეიძლება შეეშვით პოლიტიკანურ განცხადებებს. მგონი საქართველოს მე-7 ნაკრები იყო. აქცენტი გააკათეს ახალგაზრდებზე. ზოგიერთი თავის გუნდშიც არ თამაშობს. ქვეყანა გვემხობა თურმე. 300 წელი არაბები იყვნენ, 200 რუსები და ა.შ. და ახლა გვემხობა თურმე თავზე.
haha
26 იანვარი 2017 10:01
0
2 კაცი ნაკრებში იქნებაო :) :) ცუდად მენიშნა :) :) უეჭველი უჩას და დვალიშვილს უმიზნებს:):):):):)
uchas fani
26 იანვარი 2017 09:46
0
გიორგი-ს. მორიგი ყრილობისათვის რომ მოემზადო არა!!!!
luka
26 იანვარი 2017 09:41
0
ჩვენ (მე და ყველა, ვინც ჩემს პოზიციას იზიარებს) არ ვართ კმაყოფილი, მისტერ ვაის, იმით, რომ თქვენ არ ზრუნავთ ფიფას რეიტინგში საქართველოს ადგილზე, რაც არ აძლევს ჩვენს წამყვან ფეხბურთელებს საშუალებას, ჰქონდეთ ევროპის მოწინავე ლიგებში თამაშის პრეტენზია!
26 იანვარი 2017 08:46
0
მე ვიცი ის ორი რომელიც აუცილებლად იქნება!! ყურადღებააა! ესენი არიააან: მარჯვენა კრაის ურაგანი უუუჩაა ლობჟანიძეეე და საქართველოს ნაკრების ბურჯიი ვლადიმერ დვალიშვილიიი!! მივეგებოთ მათ
zazusha
26 იანვარი 2017 07:06
0
ძმურად ამიხსენით თანაბარი უპირატესობა რას ნიშნავს ან როგორ შეიძლება უპირატესობა იყოს თანაბარი?
პირველი თაიმი სადამდეც გადმოსცეს ვნახე, მაგრამ იქ ფეხბურთელი ვერც ერთ გუნდში დავინახე და ვერც მეორეში. უაზრო პასები, უაზრო ღოღიალი, გახსნა არც ერთს არ შეუძლია ადგილს აირჩევენ და მაგიდის ფეხბურთი რომ იყო საბჭოა კავშირის დროს ისე იკვნენ მიჯაჭვული, ანდ შეცვალონ ფლანგები ან პასი მიაწვდინონ სირბილში, სულ დამდგარზე პასის მიღება როგორ შეიძლება თან ბურთსაც ვერ ამუშავებენ. ევროპა კი არა აქლემებს ვერ მოუგეს დღეს.
niko
26 იანვარი 2017 05:54
0
იორდანიასთან წაგება და კმაყოფილება?
დაჩი
26 იანვარი 2017 04:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული