შოთა არველაძე: იორდანიის ნაკრებთან თამაში კარგად მახსოვს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა შოთა არველაძემ გუშინ, 25 იანვარს, იორდანიასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 2005 წელს იორდანიასთან გამართული მატჩი გაიხსენა. მაშინ საქართველოს ნაკრებმა იორდანიას თბილისში 3:2 მოუგო, გუშინ კი დუბაიში დამარცხდა.

- იორდანია-საქართველო 1:0 - ვინ არის პასუხისმგებელი? [PHOTO]
- გოლი, რომლითაც იორდანიამ საქართველო დაამარცხა [VIDEO]

არველაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

"იორდანიის ნაკრებთან თამაში კარგად მახსოვს. ბულგარეთის ნაკრებთან მატჩის შემდეგ გვქონდა. "ალკმაარში" გადასვლის შემდეგ, სამწუხაროდ, ნაკრებში საკმაო პერიოდის მანძილზე არ მიძახებდნენ. დაახლოებით 8-9 თამაში გამოვტოვე.
ზუსტი მიზეზი არ ვიცი, რატომ არ მიძახებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ ასე მოხდა.

მიუხედავად ამისა, "ალკმაარში" ჩემს საქმეს ვაკეთებდი, სეზონი მაგრად დავიწყეთ და საწყის თვეებში, გამოკითხვების მიხედვით, სიმბოლურ ნაკრებშიც ვხვდებოდი.

ნოემბერში ბულგარეთის ნაკრებთან, სტუმრად ამხანაგური მატჩი გვქონდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სწორედ ამ თამაშისთვის გამომიძახეს. ის მატჩი 6:2 წავაგეთ. ძალიან დათრგუნული და განადგურებული ვიყავი თამაშის შემდეგ.

ვან გაალთან, რომელიც მაშინ "ალკმაარის" მწვრთნელი იყო, შეთანხმებული ვიყავი, რომ ბულგარეთთან თამაშის შემდეგ ჰოლანდიაში დავბრუნდებოდი. არადა, ბულგარეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ თბილისში იორდანიის ნაკრებთან თამაში გვქონდა.

ლუის ბულგარეთიდანვე დავურეკე და ვუთხარი, ასეთი ანგარიშით წაგების შემდეგ არ შემიძლია, ნაკრები თბილისში უჩემოდ გავუშვა-მეთქი. ვთხოვე, გაეთვალისწინებინა ყველაფერი და უფლება მოეცა, რომ თბილისში მეც ნაკრებთან ერთად წავსულიყავი. ჩემ გარდა, ბიჭებს, ვინც ევროპაში თამაშობდნენ, თითქმის ყველას, თავისი გუნდის მწვრთნელისთვის ანალოგიური პირობა ჰქონდათ მიცემული. ჩვენთან ერთად თბილისში კობი, იაშკა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ვერ წამოვიდა. შესაბამისად, იორდანიასთან თამაშს საკმაოდ შესუსტებული შემადგენლობით შევხვდით.

თამაში თურქებს უნდა ემსაჯათ და მახსოვს, თამაშის წინ მათ ხუმრობით ვუთხარი კიდეც, აბა, თქვენ იცით, ცოტა ჩვენკენაც გამოიხედეთ-თქო. საკმაოდ ტექნიკური გუნდი ჰყავდა იორდანიას. ანგარიში ჩვენ გავხსენით, დემემ გაიტანა, შემდეგ გაგვითანაბრეს. მერე ჩემი პასით ისევ დემემ გაიტანა და ისევ გაგვითანაბრეს. მესამე და გამარჯვების გოლი მე გავიტანე.

სტადიონზე არცთუ კარგი ატმოსფერო იყო. ბულგარეთთან წაგების შემდეგ გულშემატკივარიც გაღიზიანებული იყო, თუმცა ამ მოგებამ მათ ხასიათი ცოტათი გამოუკეთა.

მახსოვს, რომ შემცვალეს, მოედნიდან ოვაციებით გამაცილეს და ჩემს სახელს სკანდირებდნენ. საბოლოოდ ეს თამაში ჩემთვის კარგ მოგონებად იქცა", - წერს არველაძე.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ის თუ გახსოვს მანამდე ჟირესის მწვრთნელობისას დანიასთან არველაძეს რომ აგინა მთელმა სტადიონმა?

ანუ დასკვნა: ქართველი ვაი გულეშემატკივრების უმეტესობა უკულტუროა.

მაშინ გუშინდელი თამაშიდან განსხვავებით მოვიგეთ ხოლო დღეს მოლდოვას, ფაერრებს და უზბეკეთს ვერ ვუგებთ იორდანისთან ვაგებთ და ვინაა შესაგინებელი?
giorgi-ს
17:15 26-01-2017
0
სენზე მაგარი თავდასხმელი არ ყოლია საქართველოს შითი,ამათ გული არ დაგცყდეს ესეთია ეს ცხოვრება,სულ დზლიერებს ებზვიან,თკვენ სამივენი მაგრები ხართ და იმიტომაც უყვარხართ ყველას
dato
19:02 26-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული