ერთა ლიგა - ევრო 2020-ზე მოხვედრის ყველაზე იოლი გზა საქართველოს ნაკრებისთვის

AutoSharing Option
ამ სიახლეზე ევროპული ფეხბურთის მამები ბოლო წლებში (2014 წლიდან) ინტენსიურად საუბრობდნენ და უეფას დეკემბრის აღმასკომმაც შვეიცარიის ქალაქ ნიონში ბეჭედი დაუსვა ნაკრებებს შორის ახალ ტურნირს - უეფას ერთა ლიგას.

ერთა ლიგა სტარტს გაისად, 2018 წლის სექტემბერში აიღებს, ხოლო ფინალური ეტაპი 2019 წლის 5-9 ივნისს გაიმართება.

მაშ, როგორი ტურნირი იქნება ერთა ლიგა და რა როლი ექნება ამ ტურნირში საქართველოს ნაკრებს?

უეფას წევრი 55 ქვეყანა სექტემბრისთვის ოთხ სხვადასხვა დივიზიონში გადანაწილდება (უეფას რეიტინგით). ლიგებს ალბათ, A, B, C და D დაერქმევა. თითოეულ ლიგაში 4
ჯგუფი იქნება (3 ან 4 ნაკრებით). ფინალური ეტაპის 4 საუკეთესო გუნდი ევრო 2020-ის საგზურს მიიღებს, ლიგებს შორის იქნება ნაკრებთა მონაცვლეობა.

ამ ტურნირმა უნდა ჩაანაცვლოს ამხანაგური მატჩები. ასე რომ, მალე საქართველოს ნაკრებისთვის სპარინგ-პარტნიორების გამოძებნა პრობლემა აღარ იქნება.

რომელი რეიტინგით გადანაწილდება გუნდები ერთა ლიგაში?

უეფა იხელმძღვანელებს უეფას ქვეყნების რეიტინგით 2017 წლის 15 ნოემბრისთვის (იმ დროისთვის, როცა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი ევროპაში დასრულდება).

A დივიზიონში ითამაშებს საუკეთესო რეიტინგიანი 12 ნაკრები. უმაღლეს ლიგაში იქნება 4 სამგუნდიანი ჯგუფი. დღეს რომ ნაწილდებოდეს გუნდები, A დივიზიონში მოხვდებოდნენ: გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, შვეიცარია, ესპანეთი, ინგლისი, იტალია, ხორვატია, პოლონეთი, ირლანდია და უკრაინა.

B დივიზიონშიც 12 ნაკრები ითამაშებს, აქაც 4 სამგუნდიანი ჯგუფი იქნება. დღეს რომ ნაწილდებოდეს გუნდები, B დივიზიონში მოხვდებოდნენ: ჰოლანდია, რუსეთი, ისლანდია, უნგრეთი, უელსი, ბოსნია & ჰერცეგოვინა, შვედეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, ისრაელი და სლოვენია.

C დივიზიონში 15 ნაკრები ითამაშებს. იქ 4 ჯგუფი იქნება - სამი 4-გუნდიანი და ერთიც სამგუნდიანი. ახლანდელი რეიტინგით დივიზიონში ხვდებიან: ჩრ. ირლანდია, რუმინეთი, ჩეხეთი, თურქეთი, ალბანეთი, დანია, ჩერნოგორია, სერბეთი, ბულგარეთი, შოტლანდია, ნორვეგია, ლიტვა, აზერბაიჯანი, კვიპროსი და ფინეთი.

D დივიზიონი - ეს დივიზიონი ჩვენთვის იმითაც არის გამორჩეული, რომ სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრები აქ ითამაშებს, თუ წლეულს და გაისად მკვეთრად არ გააუმჯობესებს ასპარეზობას. დივიზიონში 16 გუნდი იქნება - 4 4-გუნდიანი.

მაშ ასე, დივიზიონში ითამაშებენ: ესტონეთი, ბელორუსი, საქართველო, სომხეთი, ლატვია, ფარერები, ყაზახეთი, მოლდოვა, ლუქსემბურგი, მაკედონია, კოსოვო, ლიხტენშტაინი, მალტა, ანდორა, სან მარინო და გიბრალტარი.

კენჭისყრის პროცედურა მოგვიანებით დამტკიცდება. როგორც გითხარით, დივიზიონებს შორის იქნება გავარდნა-აღზევების წესი.

როგორია საქართველოსთვის ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების ყველაზე მარტივი გზა?

D დივიზიონის გამარჯვებული (რომელიც 2019 წლის მარტის ოთხთა ტურნირში გამოვლინდება) ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. ანუ საქართველოს ნაკრებმა უნდა მოიგოს ჯერ ჯგუფი დივიზიონში, შემდეგ კი ოთხი ჯგუფის გამარჯვებული 4 ნაკრებისგან შექმნილი ოთხთა ტურნირი. თუკი სავარაუდო მეტოქეებს შევხედავთ, ეს არ უნდა იყოს მიუღწეველი ოცნება. თუ არადა, ჯგუფის მოგება დივიზიონით დაწინაურებას ნიშნავს.

სხვათა შორის, ამ დივიზიონის სავარაუდო მონაწილეებიდან მხოლოდ ლატვიას (ისიც ერთხელ 2004-ში) ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის გამოცდილება.

უეფას ერთა ლიგის სავარაუდო სტრუქტურა

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 21 /
ნამდვილად საინტერესო ინიციატივაა...მაგრამ,რა გამოდის ეხლა დავაკვირდეთ...დავუშვათ და,ჩვენი ნაკრების შემთხვევაში...შესარჩევის დარჩენილ რამოდენიმე შეხვედრაში დადებითი შედეგი რო ვაჩვენოთ?,..და შემდეგ ამ ერთა ლიგის ც დივიზიონში რო მოვხვდეთ?..რაში გვაწყობს,ა?..გამოდის,რო ამ თამაშებში წაგებაზე უფრო უნდა ვიფიქროთ,ვიდრე მოგებაზე...ახლა რო რაღაც ჯუჯა ქვეყანას ვხვდებით ამხანაგურში,არც მაგასთან გვაწყობს მოგება..ახლა ნახეთ თქვენ შაყირი სტადიონზე...ე ბიჭო,არ გაიტანო...და ასე შემდეგ...
ქუთაისი
31 მარტი 2017 13:47
0
მე მგონი ბევრმა ვერ გაიგო ამ გათამაშების არსი, ამიტომ ჯობდა სტატიის დასაწყისში ესეც გეხსენებინათ, ტრადიციული შესარჩევი ეტაპის თამაშები ისევ დარჩება, საიდანაც გათამაშდება ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 20 გუნდი. ხოლო ერთა ლიგის თამაშები ჩატარდება ამხანაგური მატჩების მაგივრად, საიდანაც დარჩენილი ოთხი საგზური გამოვლინდება. დიდი გუნდებისთვის ეს თამაშები მაინც ამხანაგური მატჩების ფუნქციას შეასრულებს, რადგან ჩვეულებრივი შესარჩევიდან ისედაც გავლენ. მთლიანობაში ძაან კარგი ინიციატივაა, ფეხბურთს ჭირდება სიახლეეი,
guga
31 მარტი 2017 12:48
0
ეს თამაშები ჩატარდება 2018 წლის სექტემბერ-ნოემბერში, 2-2 თამაში თვეში. მერე 2019დან დაიწყება ჩვეულებრივი შესარჩევი, საიდანაც 20 გუნდი გავა, 4 ადგილს კი ერთა ლიგის თითოეული ლიგის გამარჯვებულს დაუტოვებენ.

საბოლოოდ ალბათ ლიგებად დაყოფა შესარჩევისთვის ბევრად სწორი იდეაა, ვიდრე დღევანდელი, რა აზრი აქვს ძლიერ გუნდებთან თამაშს, როცა მოწინააღმდეგე შენზე 10 თავით მაღლაა. ჯერ უნდა ახვიდე მის დონეზე და მერე ეთამაშო, როგორც რაგბშია.
კოტე
29 იანვარი 2017 02:32
0
ჩვენი ამოცანაა არ მოვიგოთ არცერთი თამაში შემთხვევითაც კი რომ ზედა დივიზიონში არ მოვხვდეთ სულ გარეკეს თუ რა უბედურებააა
vano
28 იანვარი 2017 14:28
0
შესანიშნავი ფორმულაა.გველის საუკუნის ჯახი სან მარინოსთან,ლიხტენშტაინთან,გიბრალტართან...სტადიონი გადაჭედილი იქნება,მე კი ალბათ ბილეთებს ვერ ვიშოვნი.ინტერესი უკვე ახლავე უზარმაზარია.
ბუხრიკას
28 იანვარი 2017 13:52
0
ფაქტიურად რაგბის სისტემაა, ბობოლა გუნდებს ფაქტიურად ვეღარ შევხვდებით!
hm
28 იანვარი 2017 13:21
0
ძაან გაუგებარია. D ჯგუფიდან სადაც ასეთი სუსტები ვართ შეკრებილები, პრდაპირ ევროპაზე რატო უნდა გავიდეს ვინმე?
A ჯგუფიდან დავუშვათ მე9 ან მე-11 ადგილზე გასული არ მოხვდება და ჩვენნაირი წყალწაღებული მოხვდება? იმედია შესარჩევი დარჩება თორე ესპანეთი, გერმანია, ინგლისი აღარ შეგვხვდება ჩვენ სიცოცხლეში. უფრო მეტი, მაგ პრინციპით სერბეთს, ირლანდიას, ავსტრიას და უელსს ვერ შევხვდებით უახლოეს 50წელიწადში. გამოდის ახლანდელი შესარჩევი ტურნირი უფრო დემოკრატიულია, უფრო მისაღები ღარიბი ქვეყნებისთვის. ხოლო მეორე გეხმარება იქნებ ამოყვინთო შემთხვევით.
haha
28 იანვარი 2017 09:56
0
საქართველოს ნაკრები არ იმსახურებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანს!!!!
svan
28 იანვარი 2017 00:31
0
ვერ გავიგე, D ჯგუფიდან 1 გუნდი გადის ევროპაზე. სხვა ჯგუფებიდან როგორაა? თუ ამ ჯუჯებში ვერ გავიმარჯვეთ, საერთოდ რა გვინდა მაშინ? კანონის სახით ავკრძალოთ ქვეყანაში ფეხბურთი. ვაი ჩვენს თავს....
alexandre
27 იანვარი 2017 23:17
0
ეს ის პროექტია,რომლის მიხედვითაც ის ნაკრები გუნდები იხეირებენ,სადაც ფეხბურთის განვითარება სწორი გზით მოდის.
Zaza
27 იანვარი 2017 22:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული