სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: თბილისში გადამწყვეტი ბრძოლა გველის

AutoSharing Option
24 მარტს, "დინამო არენაზე", საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში სერბეთს დაუპირისპირდება.

უმნიშვნელოვანეს თამაშზე სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა ადგილობრივ მედიასთან ილაპარაკა. სხვათა შორის, თავის დროზე, რუსეთში მუშაობისას, მუსლინს არაერთი ქართველი ფეხბურთელი გაუწვრთნია. ვნახოთ, რას ფიქრობს მომავალ მატჩზე.

"ჩემს სამწვრთნელო შტაბთან ერთად გამუდმებით ვიმუშავებ იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის იდეალური შემადგენლობა შევკრიბოთ და შეცდომა გამოვრიცხოთ.

ადრეც ვთქვი და ახლაც იმავეს ვიტყვი - ეს შეხვედრა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ თბილისში გადამწყვეტი ბრძოლა გველის.

საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ჯერ გამარჯვება არ აქვს,
მაგრამ თუ არ ჩავთვლით მოლდოვასთან ბოლო შეხვედრას, ამ გუნდმა შესარჩევი ციკლის ყველა მატჩში ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშა. იმავე ავსტრიასთან თბილისურ მატჩში საქართველოს ნაკრები, სულ მცირე, ქულას იმსახურებდა.

საერთოდაც, ქართველებს ჯგუფში ახლა მეტი ქულა უნდა ჰქონდეთ", - თქვა მუსლინმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი რა მოლდოწამ აიღო ჩვენთან ერთადერთი ქულა :D
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული