გიორგი ჯიქია: საიდან მოიტანეთ, რომ საქართველოს ნაკრების საკითხი დახურულია?

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართველმა მცველმა გიორგი ჯიქიამ რუსულ "სპორტ ექსპრესს" ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში დაბადებულ-გაზრდილი ჯიქია ამხანაგური მატჩებისთვის რუსეთის ნაკრებში იხმეს და ამას წინათ, მის სანახავად "სპარტაკის" თამაშს რუსეთის ნაკრების მწვრთნელიც დაესწრო. ჯიქიას ხილვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც სურთ და უკვე ისე ჩანდა, თითქოს საკითხი გადაწყვეტილი იყო - ჯიქიას რუსეთის ნაკრებში უნდა ეთამაშა, მაგრამ თავად ფეხბურთელის თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

- ცოტა ხნის წინ საქართველოში იყავი?
- დეკემბერში ვიყავი, ცხოვრებაში პირველად. კარგად მიმიღეს. იმდენი ნათესავი მყავს იქ...
ყველა მოვინახულე. ახალ წლამდე მსურდა დარჩენა, მაგრამ დამირეკეს: სასწრაფოდ მოსკოვშიო. ასე იყო საჭირო. სამედიცინო შემოწმებაზე ჩამოვედი და "სპარტაკთან" კონტრაქტი გავაფორმე, შემდეგ მუზეუმიც დავათვალიერე...

- ქართველებს, ისე, როგორც არავის, შეუძლიათ ადამიანის გადარწმუნება. თქვენს გადარწმუნებასაც ეცადნენ?
- ეროვნულ ნაკრებზე მესაუბრებით? იყო საუბრები. ეს საუბრები დიდი ხნის წინ დაიწყო. გადარწმუნებას აზრი არ აქვს. მოწვევა მაქვს საქართველოდან, მოვწონვარ. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

- ერთი წუთი... საკითხი ხომ უკვე დახურულია?
- საიდან მოიტანეთ, რომ საკითხი დახურულია? ჯერ არა.

- რუსეთის ნაკრებში გამოგიძახეს...
- საკითხი იმ შემთხვევაში დაიხურება, თუ ოფიციალურ მატჩში ვითამაშებ. ჯერ არ დახურულა, ვფიქრობ. მაგრამ ახლა მთელი კონცენტრაცია "სპარტაკზე" მაქვს.

- რამდენიმე წლის წინ რომ შემოეთავაზებინათ შენთვის საქართველოს ნაკრებში თამაში, წამითაც არ დაფიქრდებოდი?
- დიდი ალბათობით, კი. მაგრამ მაშინ არავის ვჭირდებოდი...
მკითხველის კომენტარები / 26 /
უგულოდ რო ნაკრებში ითამაშებ, ეგეთ ფეხბურთელს 20-0 ვაგოთ მირჩევნია.
ქომაგი
17 თებერვალი 2017 15:48
0
იოზილი რომ გერმანიის ნაკრებში თამაშობს ვისზე ნაკლები თურქია ან სხვა კიდევ ბევრი. ჯიქია კი არა მესი და ნეიმარი რომ ერთად ჩამოვიდნენ და ითამაშონ ისიც ვერ უშველის ქართულ აყროლებულ სისტემას. სტადიონებს ანგრევენ და ოქტაგონის არენისხელა მოედნებზე გინდათ რომ თაობები გაიზარდონ. კომუნისტების დროს ქვებზეც, ღორღზეც, მიწაზეც და ნებისმიერ ადგილას ვთამაშობდით ფეხბურთს და ეს შინაგანი მოთხოვნილება იყო ორგანიზმის. ახლა კონკრეტულად ფულის გამო შეყავთ მშობლებს შვილები ფეხბურთზე, რომ ფეხბურთი მაღალანაზღაურებადი სპორტია და იმიტომ, მართლა ნიჭიერებს კი გადსახდელი ფული არ ააქვთ და იკარგება ეს ყველაფერი, განსაკუთრებით რეგიონებში. ქართულ ფეხბურთს კი თუ რაიმე დიდება ჰქონია დღემდე 80 პროცენტზე მეტი რეგიონების დამსახურება იყო. ჩემპიონატშიც და ნაკრებშიც კორუფციაა გამეფებული. ტოტალიზატორები მართავენ ყველაფერს და ჯიქიაც სულელი არაა, ფიქრობს ღირს კი ამ ჭაობში საკუთარი ნებით ჩაფლობა. როცა იცი რომ ფაქტიურად სანაკრებო დონეზე მომავალი აღარ გექნება და იქნებ "სპარტაკს" იქეთ აქვს ამბიცია და ევროპაში აპირებს თამაშს, საქართველოს დონის გადამკიდე მაგრად გაუჭირდება ნორმალური კლუბის მონახვა. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება კომენტარების კითხვისას რომ ყველაზე მეტად ვინც ურაპატრიოტობს იმას რუსებმა ორი კაპიკიც რომ შესთავაზონ .... შემხვედრია და მინახია ასეთი "პატრიოტი" ქართველებიც საუბედუროდ.
.........
17 თებერვალი 2017 15:42
0
რა პატრიოტული სული რას წერთ დაფიქრდით მაინც. არგენტინელი მაურო კამორანეზი იტალიასთან ერთად არ გახდა მსოფლიო ჩემპიონი? სადაც ურჩევნია იქ ითამაშოს რა გინდათ?
me
17 თებერვალი 2017 15:34
0
როდემდე უნდა წეროთ ამ ჯიქიაზე, რა გახდა ასეთი,გეგონება გერეტსი იყოს და უმაგისოდ მორჩა ფეხბურთი
კახა ქირია
17 თებერვალი 2017 15:29
0
ხოდა ღია რომ გექნება ეგ საკითხი, რა ქართველობაზეა საუბარი?
რეზო
17 თებერვალი 2017 15:20
0
პატრიოტული სული არ გააჩნია. გვჭირდება ასეთი ფეხბურთელი?
koka
17 თებერვალი 2017 15:04
0
პირველ რიგში , ოჯახის და სამშობლოს სიყვარულის გრძობა ეუფლება დაბადებიდანვე ადამიანს. სამშობლოს მოყვარულმა, გულიანმა Nაკლებადპროფესიონალმა მირჩევნია ითამაშოს საქართველოს ნაკრებში ვიდრე ვინც საქართველოს ნაკრებს "ყოველშემთხვევისთვის" მოიაზრებს პროფესიონალმა.
Beka
17 თებერვალი 2017 14:40
0
ორივეგან იბევებს ადგილს, თუ იქ არა, მაშინ აქაო, ასეთია დასკვნა.
ზურაბი
17 თებერვალი 2017 14:33
0
რა გინდათ ამ კაცისგან ვერ გავიგე .დედა მგონი რუსი ჰყავს. რუსეთში დაიბადა რუსეთში გაიზარდა რუსეთში მიიღო განათლება რუსეთმა აღზარდა და ულანძღავთ რუსეთს? დაფიქრდით ცოთა და საკუთარი ურაპატრიოტული გადმოსახედიდან ნუ უყურებთ.
giorgi
17 თებერვალი 2017 14:15
0
NEBISMIERI ADAMIANI ROMELIC SAMSHOBLOSTVIS NEBISMER SAQMESHI ORCHOPOBS IS QVEYANAS ARC DA VERC GAMOADGEBA.jiqia kiara sami mesi romiyos ertad ageulimainc.
euhhh
17 თებერვალი 2017 14:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული