შოთა არველაძე: ვლადიმირ ვაისი, როგორც ეტყობა, არ არის "იღბალა" მწვრთნელი

AutoSharing Option
თვეზე მეტია, შოთა არველაძე­ უგუნდოდ არის. თელ-ავივის "მაკაბიდან" წასვლის შემდეგ ჟურნალისტებმა ქართველი მწვრთნელი ხან თურქულ "ალანიასფორში" გაისტუმრეს სამუშაოდ, ხანაც - ჰოლანდიურ "ალკმაარში". თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, არც ერთი ამ კლუბიდან არავინ დაჰ­კავშირებია.

სტამბოლში მყოფმა შოთა არველაძემ გაზეთ "კვირის პალიტრას" ინტერვიუ მისცა:

- თურქული პრესა ირწმუნებოდა, "ალანიასფორში" არველაძის გადასვლა გადაწყვეტილი ამბავიაო...
- სინამდვილეში, არც "ალანიადან" და არც სხვა თურქული კლუბებიდან მე არავინ დამკავშირებია!

- "ალკმაარიდან"?
- კონკრეტული შემოთავაზება არც ჰოლანდიური კლუბიდან მიმიღია.

- იფიქრებდი, რომ თელ-ავივის "მაკაბიში" ჩინებულად დაწყებული სამწვრთნელო კარიერა
ასე სწრაფად დასრულდებოდა?

- ეს იმის ბრალია, რომ არსებული პრობლემები პრობლემებად დარჩა. სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იყო დრო, როცა საჭირო ცვლილებები უნდა მოგვეხდინა, მაგრამ... კლუბის ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტა.

"მაკაბი" ამბიციური, წელგამართული კლუბია და იქ მუშაობით დიდი გამოცდილება მივიღე. სხვა რომ არაფერი, ევროთასზე ვითამაშე 16 მატჩი!

- თუმცა "შვებულება" დიდხანს გაგრძელდა...
- ვარაუდებით ლაპარაკი არ მიყვარს. რომ შემომთავაზებენ, მერე ვიფიქრებ, დავთანხმდე თუ არა... თელ-ავივში ძალიან გადატვირთული გრაფიკით ვთამაშობდით, მაგრამ ამის მიუხედავად, არც დაღლილი ვარ და არც დასვენება მჭირდება.

- რა გვაჩვენა იმ ერთმა წელიწადმა, რაც საქართველოს ნაკრებს ვლადიმირ ვაისი წვრთნის?
- ვაისმა მოსალოდნელზე სწრაფად შეძლო ნაკრების თამაშის "დალაგება". კახა ცხადაძემ ბევრი იმუშავა სასურველი სისტემის დამუშავებაზე და ვფიქრობდი, რომ ფეხბურთელებს გაუჭირდებოდათ ყველაფრის თავიდან დაწყება. თუმცა, სლოვაკმა მწვრთნელმა თამაშიდან-თამაშამდე მოუმატა და... როცა გუნდის თამაში "დალაგდება", შედეგიც მოვა.

ოღონდ, ხანდახან იღბალიც საჭიროა, ვაისი კი, როგორც ეტყობა, არ არის "იღბალა" მწვრთნელი...

დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს რომ მოხვდება და კარში შეგორდება - მაგარი მწვრთნელი ხარ! მაგრამ თუ ბედი არ გწყალობს, კარის ნაცვლად, ბურთი მოედანზე დაბრუნდება. ხშირად ეს ერთსანტიმეტრიანი განსხვავება მთელი მატჩის ბედს წყვეტს.

იხილეთ სრული სტატია

რატი შელეგია
ყოველკვირეული გაზეთი "კვირის პალიტრა"
მკითხველის კომენტარები / 7 /
თავდაუზოგავი შრომით აწყობილი ცხოვრება რატომ უნდა დაინგრიოს, იქნებ ურჩიოს რომელიმე "ყველაფრისმცოდნემ"?

რაც შეეხება ვაისს - სანაკრებო გამოცდილების მწვრთნელი გვეღირსა და დავაფასოთ!
გუჯა კახაძე
11:19 19-02-2017
0
ასისტენტად ამიყვანე და შენ ფეხბურთელებსაც ექნება იღბალი ხელფასი არ მინდა ლიცენზია მაქ იღბალი ს გარდა 70% თვითონ ფეხბურთელზეა დამოკიდებული მის ინდივიდუალურ თვისებებზე.. საშუალო მშრომელ ფეხბურთელს გამოარჩევს იღბალი ყველა ერთნაირი დონისაა მეტნაკლებად პროფესიონალებში აი მაგალითად თქვენ გამართლება რომ არ გქონოდათ იქნებოდით ჩვეულებრივი შრომის მოყვარე სხვებისგან ბევრად არა გამორჩეული ფეხბურთელი. იღბალს (საჭირო დროს) სწორ დროს დებიუტი ჭირდება
ლესტე..ri
18:27 19-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული