სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქე სერბეთის მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა ქვეყნის ეროვნულ გუნდში უცხოელი ფეხბურთელების ნატურალიზების თემაზე ისაუბრა.

სპეციალისტი, რომელსაც ერთ დროს "კრასნოდარში" ნუკრი რევიშვილთან, ალეკო ამისულაშვილსა და ოთარ მარცვალაძესთან უმუშავია, ნატურალიზების იდეას არ ემხრობა.

"სერბეთის ნაკრებში უცხოელი ფეხბურთელი არ უნდა თამაშობდეს. სანამ სერბეთის ნაკრებს ვწვრთნი, გუნდში ითამაშებენ მხოლოდ სერბები ან ისინი, რომლებიც სერბეთის მოქალაქის პასპორტს ფლობენ. ასევე ის ფეხბურთელები, რომლებსაც ერთ-ერთი მშობელი მაინც ჰყავთ ამ ქვეყნის მოქალაქე", - აქვეყნებს მუსლინის ნათქვამს Rtvbn.

საქართველოს ნაკრები სერბეთის
ეროვნულ გუნდს თბილისში 24 მარტს უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული