სლავოლიუბ მუსლინი: იმედი მაქვს, ქართველებს არც სერბეთთან გაუმართლებთ...

AutoSharing Option
სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

სადაცაა, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩი 24 მარტს, თბილისში გაიმართება. მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა Sportske.net-თან საინტერესოდ ილაპარაკა მომავალ მატჩზე...

"მართალია, სერბეთის ნაკრებს ჯგუფში 8 ქულა აქვს, მაგრამ ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, ეიფორიაში ჩავვარდეთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენზე წინ ჯგუფში ირლანდიის ნაკრებია, რომელიც 2 ქულით გვისწრებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა, მაინც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ამოუცნობი და არაპროგნოზირებადი
გუნდია.

მათ არ გაუმართლათ წინა შეხვედრებში და, იმედია, არც სერბეთთან გაუმართლებთ. მაინც მგონია, რომ თუ ჩვენ ბოლომდე გამოვავლენთ საკუთარ შესაძლებლობებს, თბილისში მოვიგებთ...

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებთან მატჩში დაგვაკლდებიან მცველი ნასტასიჩი და ნახევარმცველი კატაი, არჩევანის საშუალება არის და მას ბოლომდე გამოვიყენებთ. იმ შემადგენლობას, რომელმაც საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უნდა ითამაშოს, 10 ან 11 მარტს დავასახელებ...

რაც შეეხება ფეხბურთელების ნატურალიზაციას სერბეთის ნაკრებისთვის... რა თქმა უნდა, ლეონარდო და ლე ტალეკი კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ ამ საკითხზე ასეთი აზრი მაქვს: სერბეთის ნაკრებში უნდა ითამაშოს სერბმა. მე არ მინდა, რომ სერბეთის ნაკრებში ითამაშოს უცხოელმა. სულ მცირე, მისი დედა მაინც უნდა იყოს სერბი.

ძალიან კარგია, რომ მიტროვიჩი დაბრუნდა, მან ხომ ჩემპიონშიფის გასულ ტურში "ნიუკასლს" გაამარჯვებინა... ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ ჩვენს ლეგიონერებს - მილოევიჩს, ობრადოვიჩს, რადოიას, კოლაროვს, მლადენოვიჩს, ვუკოევიჩს, ჟივკოვიჩს...

ერთიცაა: ბოლო დროს სერბეთის ნაკრებში არაერთი ახალი და საინტერესო ფეხბურთელი დაწინაურდა. ასე რომ, კადრებთან დაკავშირებით ნაკლები სანერვიულო მაქვს", - თქვა მუსლინმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
აუ, ბიჭებო, გადაუარეთ მაგ ნაგვებს პრინციპულად.... აბლატავდნენ..... არაფერს წარმოადგენენ და რა გულზე არიან.... გულშემატკივრები თქვენთან ვართ... გემაცვალეთ.....
elgvisa
10:26 24-02-2017
0
საქართველო-სერბეთი 2:0 ასეთი შედეგი იმას ვინც ძალიან თავდაჯერებულია.
აკაკი
11:06 24-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული