გადაწყვეტილია: დავით ვოლკოვი სერბეთის პირველ ლიგაში ითამაშებს

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ფორვარდი დავით ვოლკოვი კარიერას სერბეთის პირველი ლიგის ბინადარ "ზემუნში" გააგრძელებს.

ტრანსფერი განახორციელა სააგენტო "სმარტბოლ სპორტს მენეჯმენტმა", რომელიც თბილისის "დინამოს" ყოფილმა ჩინოსნებმა, მიხეილ ხუციშვილმა და ლევან ზუხბაიამ ცოტა ხნის წინ დააფუძნეს.

"უკვე გადაწყვეტილია, რომ ვოლკოვი სერბეთში, სულ მცირე, მაისამდე დარჩება. კონტრაქტი უკვე გაფორმდა და მაისის შემდეგ ავტომატურად გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ "ზემუნი" სერბეთის უმაღლეს ლიგაში გადავა", - გვითხრა ხუციშვილმა.

ვიზის მოლოდინში მყოფი ვოლკოვი "ზემუნს" უახლოეს დღეებში შეუერთდება. შეგახსენებთ, რომ აქამდე მას "გაგრაში", თბილისის "დინამოში", "ჩიხურასა" და "სიონში" უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული