მინდა, გიორგი ჯიქიამ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს - ვლადიმირ ვაისი რუსეთშია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი რუსეთშია. სლოვაკი სპეციალისტი რუსეთის ჩემპიონატის მატჩს დაესწრო, სადაც ერთმანეთს ჯანო ანანიძის მოსკოვის "სპარტაკი" და საბა კვირკველიას "ლოკომოტივი" დაუპირისპირდნენ.

მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, ვაისმა კი ერთ-ერთ სპორტულ გადაცემაში ამ ვიზიტის მიზეზსა და "სპარტაკის" მცველ გიორგი ჯიქიაზე ისაუბრა.

- აქ ჯანო ანანიძის და საბა კვირკველიას თამაშის სანახავად ჩამოხვედით...
- კი, ასეა. ორშაბათს საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრება იწყება. დარწმუნებული ვარ, ტრავმის შემდეგ ჯანო კვლავ ათამაშდება. მიხარია, რომ იური სიომინმა შანსი მისცა კვირკველიას და მუდმივი პრაქტიკისთვის
თავის კლუბში მიიწვია.

- გიორგი ჯიქია გაინტერესებთ? ეცდებით მის დარწმუნებას, რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს?
- რა თქმა უნდა, მის კარიერას ყურადღებით ვაკვირდები. სამწუხაროდ, მას საქართველოს ნაკრებში თამაში ჯერ არ გადაუწყვიტავს, რადგან რუსული პასპორტი აქვს.

მე, როგორც მწვრთნელს, ძალიან მსურს, რომ ჯიქიამ საქართველოს ნაკრების მაისური მოირგოს, რადგან ის ქართველია, მაგრამ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რას ერჩით ჯიქიას,ქართულიც კი არ იცის.თანაც გაისად მსოფლიო ჩემპიონატზეთამაშის პერსპექტივა გააჩნია.სპარტაკშიც ლეგიონერად მომავალში ვერ მოხვდება შემადგენლობაში.
jumber
20 მარტი 2017 15:37
0
ბაჩო გ

და რის საფუძველზე და რაზე დაყრდნობით გამოგაქვთ დასკვნა, რომ მე ჯიქიას განსჯა მაქვს განზრახული? ვერ მივხვდი, მაგრამ ასე არ არის,მერწმუნეთ.
kalebindpavlovi
19 მარტი 2017 18:08
0
არვიცი,როგორც გინდათ ისე მოაგვარეთ მაგრამ ჯიქია,გოგია,ფარცვანია,ნიკა ყიფიანი და სხვები ჩააყენეთ საქართველოს სამსახურში ოღონდ მომავალში კიდევ არ დაუკარგოთ თავიანთი ღვაწლი ქვეყნის წინაშე.სხვათაშორის ყიფიანის ეხლა გაქართველება უფრო ადვილია ვიდრე რუსეთში დაბრუნდება და დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება,ამ ბიჭზე არავინ არაფერს ამბობს და წერით არც ჟურნალისტები იწუხებთ თავს მაგრამ აგერ მე შეგახსენეთ და აწი თქვენ აკეთეთ თქვენი საქმე.გულშემატკივრებს კიდევ ვეტყვი რომ ნუ განსჯით მათ,რა მაგათი ბრალია თუ კი ისინი საზგვარსგარეთ დაიბადნენ,გაიზარდნნ და იქაური მენტალიტეტი ჭარბობს მათში?სწორედ ის მენტალიტეტი გააძლიერებს საქართველოს ნაკრებს და არა ჩვენი ქარაფშუტა ხასიათი რომელიც არაფრის მომცემია,ამაში ამ განვლილმა 27მა წელმა დაგვარწმუნა როგორც სპორტულ ასევე სახელმწიფოებრივ დონეზე
ბაჩო გ
19 მარტი 2017 16:14
0
მაგას ჯობდა ჰუფნაგელს ან მერებაშვილს დაჰკვირვებოდა ან სხვა ქართველებს! ... ფულიო კარიერაო და როგორ ფიქრობთ ქართველ ჯარისკაცს ნაკლებად უჭირს ან ოფიცერს - თქვენ გინდათ,რომ სამშობლოს მაგივრად ამათაც რუსეთის მხარეს იომონ-იქ ხომ კარგი ხელფასია ვიდრე ჩვენთან?! ფეხბურთელიც ასეა ის ჯარში არ მსახურობს და სამშობლოს თუ მოემსახურება თუნდაც ტრუსებით სირბილში ,ისიც კარგი ბიჭობაა!!!
სხვანაირ აზროვნებს ნუ ებრძვი რედაქციავ
19 მარტი 2017 13:35
0
საქართველოს ნაკრებს, რომ გამოადგება ჯიქია ვინმეს ეჭვი გეპარებათ??? მთავარია დავითანხმოთ!!! ამას კი, მუშაობა უნდა....
tngh
19 მარტი 2017 13:32
0
საინტერესოა ვაისს რომ არ მოსწონებოდა კვიკველიას და ანანიძის ტამაში ნაკრებში არ გამოიძახებდატ თუ რა. მოსკოვში ცუდი არარის გაგულავება.
lo
19 მარტი 2017 12:40
0
ბაჯოს და ირაკლის ვეტანხმები !
გელა კეტაშვილი დაღუპეს მაგ ურა პატრიოტიზმით . ის ერთ=ერთი საუკეთესო იყო ქართული ფეხბურთის ისტორიაში , ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქართველი ფეხბურთელებიდან . თავის ოქროს მედალი ქვეყანას ჩააბარა და რა მერე ? ,,გაიშნიკადაც" აღარ ამუშავეს , უფულო და უკაპიკო იყო . ფეხბურთელიც თავისი პროფესიით შოულობს ფულს და უზრუნველჰყოფს მომავალს .
მეორეც , ჯიქიას არ უთქვამს , საქართველო არ მინდაო და ნუ ესვრით ტალახს უმიზეზოდ .
gerd miuleri
19 მარტი 2017 02:28
0
P.s.რაში ხარჯავენ ფულებს
კახა ქირია
18 მარტი 2017 23:53
0
ეტყობა კაი ხანია მოსკოვში არ ყოფილან ტიპები,თორემ ჯანოს და საბას რა დაკვირვება უნდათ, ორივე ასნავნოის კაცია.ჯიქიას კიდე არ უნდა აქ თამაში და .....რაში ხარჯავენ უფლებას.ემირატების შეკრების ხალხმა ხომ აავსო ნაკრები
კახა ქირია
18 მარტი 2017 23:49
0
001-ს არ დაცყებულა მარალიხარტ მაგრამ,ჰვენ რო ვიტხოვტ აქ ჰამოსვლას რას ვახვედრებტ აქამდე რატო არ ექცეოდა ყურადგებ ამ ბიჰს?
bajo
18 მარტი 2017 22:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული