მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის 24 მარტს, "დინამო არენაზე", 21 საათზე დაიწყება.
"მოგესალმებით. მიუხედავად იმისა, რომ უელსსა და ირლანდიაში კარგად ვითამაშეთ, ვერ მოვიგეთ. ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გველის და გვინდა, ჯგუფში პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ.
ფეხბურთელები კარგ განწყობაზე არიან. ვარჯიშზე ორი სქემა დავამუშავეთ და მოგვიანებით გადავწყვეტ, თუ რომელს შევარჩევ ხვალისთვის.
თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და ლევან მჭედლიძე
თავისთავად, გეგმა "ბ" შემუშავებული გვაქვს. გუნდში არის გიორგი არაბიძეც, რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელია. 100%-ით გეუბნებით, რომ ის სერბეთთან თუ არა, ლატვიასთან ითამაშებს.
გვინდა, ხვალ გააზრებული ფეხბურთი ვითამაშოთ და გულშემატკივარს სიამოვნება მივანიჭოთ. მოედანზე ის 11 ფეხბურთელი გამოვა, რომელიც მოსაგებად თამაშისთვის მზად იქნება", - თქვა ვაისმა.
- ვლადიმირ ვაისი გიორგი მერებაშვილზე: ექსპერიმენტების დრო არ მაქვს