ივან ბოგდანოვი - საშიში საფეხბურთო ხულიგანი, რომელიც შესაძლოა თბილისში იყოს

AutoSharing Option
ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საშიში საფეხბურთო ხულიგანი ივან ბოგდანოვი შესაძლოა, თბილისში იყოს.

სერბი ფანი, რომელმაც ევროპაში უკვე გაითქვა სახელი, როგორც ყველაზე საშიშმა საფეხბურთო ხულიგანმა, არაოფიციალური ინფორმაციით, შესაძლოა, საქართველოში იმყოფებოდეს. ამის შესახებ ცნობას ქართული გვერდები "ფეისბუქზე" ავრცელებენ.

ივან ბოგდანოვი "ცრვენა ზვეზდას" ფან-კლუბისა და ექსტრემისტული დაჯგუფების, Ultras Boys-ის ლიდერია.

სერბი ხულიგანი 2012 წელს გენუაში იტალია-სერბეთის არეულობის მოწყობის ერთ-ერთ ოგანიზატორად მიიჩნევა. შეგახსენებთ, რომ მაშინ სერბმა ფანებმა მატჩი მე-7 წუთზე ჩაშალეს.

Sportall.Ge

ამის გამო ბოგდანოვს 5 წლით აუკრძალეს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და სტადიონებზე დასწრება, თუმცა, ამის
მიუხედავად, ის ბოლოს სტადიონზე 2016 წელს იტალიაში "სასუოლოსა" და "სტელა როსას" მატჩზე შენიშნეს.

ბოგდანოვს არეულობის მოწყობის გამო იტალიაში პატიმრობა არ მიუსაჯეს და სერბეთში გაუკეთეს დეპორტაცია, სადაც უკვე სერბულმა მთავრობამ მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2006 წელს მომხდარი ინციდენტის გამო.

Sportall.Ge

კერძოდ კი, მაშინ "პარტიზანი"-"ცრვენა ზვეზდას" საკალათბურთო მატჩის დროს ბოგდანოვმა დაწყებულ არეულობაში, რომელიც მისი ინიციატივით მოხდა, პოლიციის რამდენიმე თანამშრომელს მძიმე დაზიანებები მიაყენა.

სასჯელის მოხდის შემდეგ ბოგდანოვმა კვლავ გააგრძელა თავისი საქმიანობა და ამჯერად სერბეთსა და ალბანეთს შორის ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის 41-ე წუთზე მომხდარი არეულობის ერთი-ერთი მონაწილე იყო.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ Blog.sportall.ge-ზე ერთ-ერთმა ბლოგერმა დაწერა, რომ ქუთაისში სერბი ფანები იმყოფებოდნენ და ქალაქში მათ სტუმრობას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია.

- დანაგვიანებული ქალაქი და ფიზიკური დაპირისპირება- როგორი იყო სერბი ფანების ქუთაისური ექსკურსია

ბლოგერი წერს, რომ სერბ ფანებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან ინციდენტი მოუვიდათ.

თუმცა ქუთაისის "ტორპედოს" ფანური დაჯგუფების, "ფანატიკოსების" "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბ ფანებსა და დაჯგუფების წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

"ფანატიკოსების" ერთ-ერთ წევრს სერბმა ფანმა ყელში გატეხილი ბოთლი ჩაარტყა, მაგრამ ჭრილობა სერიოზული არ ყოფილა, წერია "ფანატიკოსების" სტატუსში.

Sportall.Ge

ამ დროისთვის "ფანატიკოსების" "ფეისბუქის" გვერდი დაბლოკილია.

აღნიშნულ ინციდენტში, სავარაუდოდ, ბოგდანოვს მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ქართული დაჯგუფების წევრები, დიდი ალბათობით, მის იდენტიფიცირებას შეძლებდნენ.

რეალურად იმყოფება თუ არა ივან ბოგდანოვი თბილისში, გაურკვეველია.

აქვე გეტყვით, რომ სერბული ფან-კლუბები ვერ დაესწრებიან საქართველო-სერბეთის მატჩს უეფას აკრძალვის გამო. გარდა ამისა, აღნიშნულ მატჩზე მათთვის ფან-სექტორი განკუთვნილი არ არის.

საქართველო-სერბეთის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პიდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

- საქართველო VS სერბეთი - შიშისა და სიკვდილის ამბავი
მკითხველის კომენტარები / 12 /
ვახტანგ.. ერთ-ერთმა პირვლმა კი არა სერბებს საერთოდ არ უღიარებიათ აფხაზეთის დამოუკიდებლობა !!!
Vakhtang Lobzhanidze--s
02:39 25-03-2017
0
30 000 ბოგდანოვი სტადიონზე დახვდება!!!
tengo
16:43 24-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული